მთავარისიახლეებიპოლიტიკასაარჩევნო კომისიის თავმჯდომარე... პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და ოპოზიციას აკრიტიკებს

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე… პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და ოპოზიციას აკრიტიკებს

Published on

ესეც მმართველი პარტიის დაკომპლექტებული საარჩევნო კომისია –   ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიამ ნომერ მეოთხე უბანზე კომისიის თავმჯდომარედ დისციპლინური გადაცდომის მქონე პირის არჩევას ნაციონალური მოძრაობა აპროტესტებს.
 
ნიკოლოზ ავაზაშვილს დარღვევა გასულ არჩევნებზე დაუფიქსირდა.
 
ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ავაზაშვილი ნეიტრალური ვერ იქნება, რადგან მათ მიერ წარდგენილ ვიდეომასალაში ის პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და ოპოზიციას აკრიტიკებს.
 
ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საჩივრით უკვე მიმართეს საოლქო საარჩევნო კომისიას და ავაზაშვილის თავმჯდომარეობიდან გაწვევა მოითხოვეს.
 
„ხელსუფლება აპირებს, რომ გააყალბოს არჩევნები და ამ შემთხვევაშიც, ბატონი ნიკოლოზი აირჩიეს ვითომ კონკურსის წესით და ის არის ჩვეულებრივად ქართული ოცნების აქტივისტი, რომელიც არის მომზადებული იმისთვის, რომ მეოთხე საარჩევნო უბანზე გააყალბოს არჩევნები,“ – განაცხადა ბოტკოველმა.
 
ბრალდებას საოლქო კომისიის მდივანმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ავაზაშვილის დანიშვნა კანონთან შეუსაბამობაში არ მოდის. 

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...