მთავარისიახლეებიკულტურაკავკასიის ხალხთა კულტურის ფესტივალი ,, ანაკლია -2018 ''

კავკასიის ხალხთა კულტურის ფესტივალი ,, ანაკლია -2018 ”

Published on

დღეს ანაკლიაში დაიწყო კავკასიის ხალხთა კულტურის ფესტივალი ,, ანაკლია -2018 '', რომელიც რიგით მეორეა შარშან ჩატარებული ასეთივე ფესტივალის შემდეგ.
 
 
ანაკლიაში  სტუმრობენ ჩეჩნეთის, ჩერქეზეთის, ადიღეს, ინგუშეთის, დაღესტნის, ყაბარდოს, ბალყარეთის  ცნობილი მწერლები, ენათმეცნიერები, ეთნოგრაფები და საზოგადო მოღვაწეები, რომელნიც ორი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ  ზოგადკავკასიური ერთობის ისტორიული ფესვებისა და  კავკასიური იდეის გარშემო გაერთიანების საკითხებზე თანამედროვეობის გამოწვევებთან კონტექსტში. ფესტივალის ორგანიზატორების – თბილისში არსებული ჩერქეზული კულტურის ცენტრის თანამშრომლების თქმით, ანაკლია ფესტივალის ადგილად  მრავალი ნიშნით შეირჩა:
 
 
 
ანაკლია – ეს მომავლის ქალაქი, როგორც თანამედროვე ეპოქის პირმშო, მდებარეობს გზაშესაყარზე, ადგილზე, საიდანაც იხსნება გზა ერთმანეთისკენ და გზა ევროპული ფასეულობებისაკენ, რომლის ერთერთი შემადგენელი ნაწილია ხალხთა თვითმყოფადობის შენარჩუნება და გათავისუფლება იმპერიული ზეწოლისაგან,  რომელსაც არაერთი საუკუნეა განიცდიან სახელმწიფოებრიობის მქონე კავკასიური ერებიც კი, არათუ დღემდე რუსეთის ფედერაციაში პყრობილი  ჩრდილოკავკასიის მცირერიცხოვანი ხალხები, რომელთაც ნაკლები მექანიზმები აქვთ წინ აღუდგნენ ამ პოლიტიკას, მიმართულს  მათი ასიმილირებაზე და თვითმყოფადობის მოსპობაზე.,სად თუ არა საქართველოში, რომელიც ყოველთვის იყო კავკასიის მაჯისცემის ადგილი, და სადაც ყოველთვის ცოცხლობდა კავკასიური ერთობისა და ნათესაობის განცდა , ურთიერთპატივისცემა და პასუხისმგებლობა ყოველივე იმის მიმართ,  რაც კავკასიაში ხდება, უნდა შეიქმნას კავკასიური ერთობის პლატფორმა, – ამბობს ფესტივალის ინიციატორი, ცნობილი ლინგვისტ-კავკასიოლოგი, ჩერქეზული კულტურის ცენტრის შემქმნელი და ხელმძღვანელი პროფ. მერაბ ჩუხუა.
 
 
კავკასიის ხალხებისათვის კარგად არის ცნობილი,  თუ რაოდენ თანმიმდევრულად, უამრავი  დაბრკოლების მიუხედავად,  იბრძოდა ეპოქალური მნიშვნელობის ენათმეცნიერების მიერ საფუძველჩაყრილი იბერიულ-კავკასიური სკოლა  კავკასიის ხალხთა ენობრივი, ეთნოგრაფიული თვითმყოფადობის დაცვა- განვითარებისათვის,  კავკასიური ენების ღრმა მეცნიერული შესწავლისათვის, რაც პირდაპირ კავშირშია ამ ერების გადარჩენასთან,  რადგან ერი, რომელიც კარგავს ენას, ეროვნულ ფასეულობებს, ცხოვრების წესს, (ყველაფერს, რასაც იტევს სიტყვა ,,თვითმყოფადობა’’), ისევე განწირულია დაღუპვისათვის, როგორც ასეულ ათასობით კავკასიელი, რომელმაც გადასახლებაში დალია სული. – აცხადებს მერაბ ჩუხუა.
 
ანაკლიის ფესტივალი სწორედ ამ ღირებულებებს ეფუძნება და ა გვაქვს ყველა საფუძველი ვიფიქროთ, რომ იგი პერსპექტივაში გადაიქცევა კავკასიური კულტურის ცენტრად.
 
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ფესტივალი გაიხსნა  ამ იდეის ერთერთი სულისჩამდგმელის, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლის,  ტრაგიკულად დაღუპული თამაზ ჟორჟოლიანის ხსოვნისადმი პატივის მიგებით. შეგახსენებთ, მას მნიშცვნელოვანი წვლილი მიუძღვის  შარშანდელი ფესტივალის ორგანიზებაში  და  დიდი გეგმები ჰქონდა ამ ფესტივალის მასშტაბების გაზრდასთან დაკავშირებით. 
 

სიახლეები

სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა. პროკურატურა მას ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის (ნათია ბერიძე) საქმიანობაში...

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში – სალომე ზურაბიშვილი

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...

სასამართლომ ძალაში დატოვა გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე შეფარდებული პატიმრობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში...

26 თებერვლიდან 1 მარტამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვა, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით,...