მთავარისიახლეებისაზოგადოება,,სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მესამეა, მაგრამ მაინც პირველი ''- „ქართული ოცნება“...

,,სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მესამეა, მაგრამ მაინც პირველი ”- „ქართული ოცნება“ მხოლოდ თავის შიდა კვლევას ენდობა

Published on

 
„ასეთი კვლევები ჩვენ მუდმივად გვახსოვს არჩევნებიდან, თუმცა ასევე გვახსოვს არჩევნების შედეგებიც ყოველთვის,“- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე Edison Research-ის კვლევის შედეგებს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციამ „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩაატარა.
 
ირაკლი კობახიძე Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს არ ენდობა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ შიდა კვლევა აქვს, რომლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს.
 
„მე შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი შიდა კვლევა და ამ შიდა კვლევის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში. ამოცანა არის ჩვენთვის რა – „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე კანდიდატმა ერთად აიღო 27% 2017 წლის არჩევნებში, მანამდე 27% აიღო „ნაცმოძრაობამ“ 2016 წლის არჩევნებში. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ 27%-ს  არ გასცდეს „ნაციონალური მოძრაობა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევა. ჩვენ ჩვენს შიდა კვლევებს არ ვასაჯაროებთ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
 
Edison Research-ის კვლევის შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია. ამავე კვლევის თანახმად, საარჩევნო მარათონში ოპოზიციური კანდიდატები ლიდერობენ,  განსაკუთრებით მაღალია გაერთიანებული ოპოზციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის პოლიტიკური რეიტინგი ( 52 %)  და ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ სამეულში ხვდება.
 
მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2%-ია.

სიახლეები

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...

ენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, "რაც გამორიცხავს პარტნიორ...

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური...

თურქეთის თავდაცვის უწყება-სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის...