მთავარისიახლეებისამართალინოდარ ხადურს ლონდონში ჩასასვლელი ფული არა აქვს, გიორგი გახარია კი ხუმრობის ხასიათზეა

ნოდარ ხადურს ლონდონში ჩასასვლელი ფული არა აქვს, გიორგი გახარია კი ხუმრობის ხასიათზეა

Published on

ყოფილი მინისტრი და კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ლონდნში წასასვლელი ფული არა აქვს და ამიტომ ვერ ვერჩავა ლონდონში დაკითხვაზე, თუკი ომეგა ჯგუფის ადვოკატები მის წინააღმდეგ სარჩელს მოამზადებენ.
 
,, არცერთ კითხვაზე პასუხს არ გავურბივარ და გავცემ, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ მე შემიძლია ჩემი რესურსებით ჩავიდე ლონდონში, ვიქირავო თარჯიმანი და ადვოკატი ძალიან ცდება.“-აცხადებს ხადური.
 
 
იგი ამასთან გამოთქვამს გაკვირვებას იმის გამო, თუ რატომ დაუკავშირდა მისი სახელი ომეგა ჯგუფის საქმეს , რადგან  მას არცერთ გარიგებაში მონაწილეობა არ მიუღია და არც სხვისთვის მიუცია უფლება, რომ მისი სახელით ესაუბრა.
,,ჯერ მიკვირს, რატომ ლონდონის სასამართლო? იმიტომ, რომ არ ვარ დიდი ბრიტანეთის მოქალაქე და არც ისინი არიან, და რაც მთავარია იბერიას საქმესთან დაკავშირებით ჩემი სახელი და გვარი არ ფიგურირებს, ისევე როგორც ჩემი გვარი და სახელი არ ფიგურირებს არცერთ სხვა საქმეში, მათ შორის არც ომეგა ჯგუფთან. ნოდარ ხადურს ეგრე არ უცხოვრია და არც უმუშავია.'' აცხადებს იგი.
ხადურისგან განსხვავებით, ლონდონში გამგზავრების პრობლემა შს მინისტრს გიორგი გახარიას არა აქვს. 
"დიდი ხანია ლონდონში არ ვყოფილვარ, ერთი ექვსი წელია და დიდი სიამოვნებით ჩავალ" – ასე უპასუხა მან  ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, პასუხობს აპირებს თუ არა ლონდონში ჩასვლას, იმ შემხთვევაში თუ  ომეგა ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს კითხვები  მის მიმართაც გაუჩნდება. ,,რაც შეეხება გავრცელებულ ჩანაწერებს და თავად საქმის მიმდინარეობას,  გახარიაამბობს, რომ "არც მაქვს ამაზე ფიქრის დროს და საერთოდ არ ვთვლი რომ ეს ის თემაა, რაზეც ბევრი უნდა ვიფიქრო."
 
 
ადვოკატ კოლინ გიბსონის თქმით, ლონდონის სასამართლოში წარსადგენად სარჩელებს ამზადებენ საქართველოს ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლების, მათ შორის შს მინისტრის მიმართ.  კერძოდ  სარჩელი შემუშავდება, დანაშაულში თანამოწილეობისა და კორუფციის ბრალდებით გიორგი გახარიას, ლევან ყიფიანის, ნოდარ ხადურის, ანზორ ჩუბინიძის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
 
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში გავრცელდა რამდენიმე ჩანაწერი, რომლებიც სავარაუდო კორუფციაზე მიუთითებს. ერთ-ერთ ჩანაწერში "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან მისი კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ და სიგარეტის ბაზრის განაწილების გეგმას იხილავენ. ჩანაწერში საუბარია სიგარეტის რეალიზაციიდან 50%-იანი წილის "ქართული ოცნების" ფონდისთვის გადაცემაზე. გავრცელებულ კიდევ ერთ ფარულ აუდიო ჩანაწერში ზაზა ოქუაშვილს სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი მისთვის და სხვა მაღალჩინოსნებისთვის ავტომობილების გადაცემას სთხოვს. 24 სექტემბერს კი გავრცელდა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, სადაც ოქუაშვილისა და "ომეგა ჯგუფის" კონკურენტი კომპანია "თბილისის თამბაქოს" ერთ-ერთი აქციონერის, გიორგი ჩუბინიშვილის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, თითოეული სიგარეტის კოლოფის რეალიზაციის შედეგად ქართული ოცნების ფონდში 2.5 თეთრი მიემართება. გავრცელებული აუდიო ჩანაწერები ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის.
 
"ომეგა ჯგუფთან" საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
 

სიახლეები

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ბათუმში დაგეგმილ ღონისძიებას აუქმებს

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ბათუმში დაგეგმილ ღონისძიებას აუქმებს, მიზეზი კი კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის ელენე მეგრელიშვილის...

ედისონის ცენტრი საქართველოს 5 სხვადასხვა ქალაქში საინფორმაციო შეხვედრების სერიას გამართავს(VIDEO)

ედისონის ცენტრი საქართველოს 5 სხვადასხვა ქალაქში საინფორმაციო შეხვედრების სერიას გამართავს,16 ოქტომბერს საინფორმაციო შეხვედრა გამართება...

პრეზიდენტმა 12 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 12 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, საიდანაც 9 მსჯავრდებული პირი...

სენაკსა და ზუგდიდში მოქმედებს “ძალოვანთა შტაბი”, რომელიც ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირადობებს ართმევს-წითლიძემ გვარები დაასახელა

მოქმედებს ე.წ. ძალოვანთა შტაბი, რომელსაც სამხარეო პოლიციის უფროსი ხელმძღვანელობს და რომელიც ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს...