მთავარისიახლეებიპოლიტიკა"10 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი სამხედრო...

“10 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა” – აღნიშნა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე

Published on

5 წლიანი ოკუპაცია, ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მიმართვა აფხაზ და ოს ხალხს – საქართველოს პრემიერ მინისტრმა გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე შეკრებილებს ქართულ ენაზე მიმართა.
 
პრემიერი ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო რა გამოწვევების წინაშეც დღეს ქვეყანა დგას. მამუკა ბახტაძემ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას შეწყვიტოს მცოცავი ანექსია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს სრულფასოვნად ცხოვრების საშუალება მისცეს.
 
"10 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა, რასაც შედეგად მოჰყვა საქართველოს ორი ისტორიული და განუყოფელი რეგიონის, აფხაზეთის და ცხინვალის სრულმასშტაბიანი ოკუპაცია. 
 
ამ სამხედრო აგრესიიდან 10 წლის შემდეგ ჩვენი ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია. ეთნიკური წმენდის შედეგად, საქართველოს  მოსახლეობის 10% დღემდე დევნილობაშია. ფეხქვეშ ითელება ჩვენი მოქალაქეების უფლებები,"-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 
 
18 წუთიანი მიმართვისას მთავრობის მეთაურმა საქართველოს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის აქტიურად გამოყენების მცდელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
 
 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...