მთავარისიახლეებისაზოგადოებათეთრი ტაქსი, რომელიც შავია - რომან გოცირიძის შეფასებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილება ყველა...

თეთრი ტაქსი, რომელიც შავია – რომან გოცირიძის შეფასებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილება ყველა ტაქსი თეთრად გადაიღებოს, კორუფციულია

Published on

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილება, მომავალი წლის ოქტომბრიდან ყველა ტაქსი თეთრად გადაიღებოს, კორუფციულია.
 
დეპუტატის გათვლებით, ეს დაახლოებით 50 მილიონი ლარი დაჯდება.
 
"თუ მანქანების გარეგნულ სახეზე ზრუნავენ, ვის გაუგია, რომ ასე ერთბაშად აიძულო ყველა ტაქსის მძღოლი ამოდენა ხარჯები გაიღოს. ან საიდან ეს ფული?! ეს ეტაპობრივად უნდა გაკეთებულიყო, ვთქვათ სამი წლის განმავლობაში, თუმცა ზოგადად ასეთი მიდგომა მცდარია. უკვე დაიწყეს ალბათ, მერიაში თეთრი საღებავების ბიზნესის აწყობა. ტაქსის ნიშნის მერიის მიერ უფასოდ დარიგებაც უაზრობაა და ასევე კორუფციის სუნი ასდის. ვიღაცა შემოიტანს რამდენიმე ათეულ ათასს და ქალაქის ბიუჯეტი შეისყიდის.
 
ტენდერები როგორ ტარდება, კი ვიცით", – აცხადებს რომან გოცირიძე.
 
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსებთან მიმართებაში 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ახალი ვიზუალური სტანდარტი ამოქმედდება.
 
კალაძემ ტაქსების ვიზუალურ მხარეზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის დაადასტურა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ტაქსის ფერთან დაკავშირებით, რომელიც თეთრი იქნება.
 
„ჩვენ ვმუშაობთ ვიზუალურ სტანდარტზე, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან იქნება სავალდებულო. საუბარია ფერზე და ჩვენ ძალიან ბევრი მსჯელობა გვქონდა ამასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ თეთრი ფერი იყოს ტაქსებისთვის სავალდებულო. 2019 წლის ოქტომბრიდან სამკარიანი ავტომობილები და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ვერ შეძლებენ ამ სერვისის გაწევას. ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის ქალაქში გამოიყოფა სპეციალური პარკირების ადგილები, რომელიც იქნება მათთვის უფასო. გარდა ამისა, მათ საკუთარ ავტომობილებზე ექნებათ გამოყოფილი კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის გაკეთება და რეკლამიდან შემოსული თანხა იქნება მათი პირადი საკუთრება. ასევე, მანათობელი ტაქსის ნიშანი, რომელსაც დაამზადებს მერია, ტაქსებს გადაეცემათ უფასოდ“, – აღნიშნა კალაძემ.
 
ამასთან, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მხოლოდ ის ტაქსები იმოძრავებენ, რომლებსაც ლიცენზია აღებული აქვთ. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლი, რომელიც ლიცენზირების გარეშე განახორციელებს აღნიშნულ სერვისს, დაჯარიმდება 200 ლარის ოდენობით.
 
„ტაქსების რეგისტრაცია გრძელდება. ამ ეტაპზე გაცემულია 6200-ზე მეტი ნებართვა. 1-ელი ოქტომბრიდან ამ სერვისის გაწევა ლიცენზიის გარეშე შეუძლებელია. ვისაც ნებართვა არ ექნება, ძალიან მკაცრი მიდგომები იქნება – ჯარიმა 200 ლარი. ნებართვის 1 წლის აღების საფასური ჩვეულებრივი შიდა წვის ძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარს შეადგენს, ჰიბრიდებისთვის 50 ლარია, ხოლო ელექტრომობილებისთვის – უფასოა“, – განაცხადა კალაძემ.

სიახლეები

ზუგდიდში პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციების მოქმედება სრულად აღადგინა

აშშ-მა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების სრულმასშტაბიანი მოქმედება აღადგინა — ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...

შსს- დაკავებულია პენსიონერი, რომელიც საკუთარი მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს აუპატიურებდა

თბილისში არასრულწლოვნების გაუპატიურებისა და მათ მიმართ ჩადენილი სხვაგვარი სექსუალური ქმედების ბრალდებით 1960 წელს დაბადებული...

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....