მთავარისიახლეებისაზოგადოებასარალიძის მამის მხარდასაჭერად რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე მივიდა

სარალიძის მამის მხარდასაჭერად რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე მივიდა

Published on

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის მხარდასაჭერად რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე მივიდა.ბურჭულაძე ზაზა სარალიძის გვერდით კიბეებზე ჩამოჯდა და შვილმოკლულ მამებს თანადგომა საჯაროდ გამოუცხადა.
 
"აქ არის დაუმთავრებელი პანაშვიდი მოკლული ახალგაზრდების" – განაცხადა მსოფლიო ბანმა.ბურჭულაძე საზოგადოებას მოუწოდებს, გამონახონ დრო და თუნდაც ერთი საათით მივიდნენ რუსთაველზე, რათა მოკლული შვილების მშობლებს სამძიმარი გამოუცხადონ.შეკითხვაზე უერთდება თუ არა ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მთავარ მოთხოვნას- გადადგეს მთავრობა, ბურჭულაძე ამბობს, რომ არათუ უერთდება ამ მოთხოვნას, თავადაც იმავეს მოითხოვს.დაახლოებით ერთი საათის წინ რუსთაველის გამზირზე ინციდენტი მოხდა.
 
ზაზა სარალიძე პარლამენტის წინ გასაშლელად კარვები მიჰქონდა, თუმცა ის სამართალდამცველებმა გააჩერეს და კარვები ჩამოართვეს. ინციდენტს სარალიძესა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც სარალიძე შეუძლოდ გახდა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...