მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები ამ დროისთვის შეწყვეტილია

ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები ამ დროისთვის შეწყვეტილია [Video]

Published on

ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები ამ დროისთვის შეწყვეტილია. მიზეზი ის გახლავთ, რომ მუშებს კომპანიამ ხელფასი არ გადაუხადა.ჩინური კომპანია, რომელიც ტენდერში გამარჯვებულია და მილენიუმის პროგრამის ფარგლებში ზუგდიდში სკოლაში სამუშაოებს ასრულებს, ჟურნალისტებს ემალება. თავის მხრივ, მედიასთან არ კონტაქტობენ გაფიცული მუშებიც. ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ მათ 2 თვის ხელფასი დაუგვიანა. ზუგდიდის რესურცენტრში გვითხრეს, რომ ინფორმაციას მუშების გაფიცვის შესახებ არ ფლობენ, თუმცა მათ არანაირი ბერკეტი კომპანიასთან თანამშრომლობის არ გააჩნიათ. ზუგდიდში განათლების სამინისტროს პატრონაჟით მილენიუმის პროგრამით სულ 5 სკოლა რემონტდება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ობიექტის ჩაბარება 2019 წლის აპრილში უწევს. რა ბედი ელის მუშებს, რომლებიც კამერებთან საუბარს შიშით გაურბიან და ასევე მსგავს პირობებში შესრულდება თუ არა ხარისხიანად სამუშაოები, უცნობია. ჩინურ კომპანიას კი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულია ჯერჯერობით მონიტორინგს არც ერთი სტრუქტურა არ უწევს.

 

 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...