გამოცემა "პოლიტიკოს" ცნობით, ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომლითაც "მწვანე ბარათის" მიღების წესი რთულდება. პროექტის მიხედვით, ბარათის გაცემა შეიზღუდება იმ ადამიანებზე, რომელთაც მცირე შემოსავალი აქვთ. კერძოდ, დაგეგმილი რეგულაციის თანახმად, ე.წ. მწვანე ბარათს ვერ მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში სოციალური შეღავათებით სარგებლობენ. ამასთან, ცვლილების თანახმად, "მწვანე ბარათის" მიღების მსურველები ვერ მიიღებენ უფასო საკვებს, უმუშევრობის შემწეობასა და უფასო მედიკამენტებს. ცნობისთვის, "მწვანე ბარათი", ანუ Green Card-ი, შეერთებული შტატების საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის არაფორმალური სახელია და მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღოს კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეს შტატების სოციალური დაზღვევის ნომერი.
“მწვანე ბარათის” მიღების წესი რთულდება
სიახლეები
საზოგადოება
“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა
სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...
საზოგადოება
4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე
„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...
საზოგადოება
წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა
წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...
საზოგადოება
მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა
მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...