მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ის უკვე მე- 6 წელია სასჯელს იხდის მძიმე პირობებში, ერთადგილიან უფანჯრო საკანში,...

,,ის უკვე მე- 6 წელია სასჯელს იხდის მძიმე პირობებში, ერთადგილიან უფანჯრო საკანში, რაც შეძლება შეფასდეს როგორც წამების ტოლფასი” – გაერთიანებული ოპოზიცია პასუხისმგებლობას ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობაზე პრეზიდენტ მარგველაშვილს აკისრებს

Published on

 

მივმართავთ, გიორგი მარგველაშვილს, თავისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე შეიწყალოს ვანო მერაბიშვილი,- ამის შესახებ განცხადება "ძალა ერთობაშიას" წევრმა მამუკა გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
 
მისივე თქმით, ოპოზიცური გაერთიანება "ძალა ერთობაშია" ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მიმართავს. ოპოზიციური გაერთიანება წულუკიანს სთხოვს, რომ მერაბიშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი სასჯელაღსრულების სისტემის საავადმყოფოში.
 
"გვინდა, ყურადღება მივაპყროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მცირე და დიდი პალატის მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ის უკვე მე- 6 წელია სასჯელს იხდის მძიმე პირობებში, ერთადგილიან უფანჯრო საკანში, რაც შეძლება შეფასდეს როგორც წამების ტოლფასი. ამის გამო მნიშვნელოვნად შეირყა მისი ჯანმრთელობა. ის #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დედაქალაქის სხვადასხვა კლინიკებში გამოსაკვლევად, ბოლო ორი თვის განმავლობაში რამდენჯერმე გადაიყვანეს.
 
მივმართავთ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ივანე მერაბიშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი სასჯელაღსრულების სისტემის საავადმყოფოში, ჩაუტარდეს სათანადო სამედიცინო კვლევები და მკურნალობა. მკურნალობის შემდგომ მოხდეს ვანო მერაბიშვილის სათანადო პირობებში გადაყვანა.
 
იუსტიციის სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ივანე მერაბიშვილის ვადამდელი-პირობითი გათავისუფლების საკითხის განხილვა.
 
პრეზიდენტმა, გიორგი მარგევლაშვილმა თავისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე, როგორც ბოლო კეთილი საქმე – უნდა შეიწყალოს ივანე მერაბიშვილი.
 
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილს ექიმებმა მძიმე დიაგნოზი დაუსვეს,თუმცა  სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს ადვოკატების ვარაუდს, რომ იგი შესაძლოა ციხეში მოწამლეს. 
 
ნერვოლოგ გიორგი გეგელაშვილის განმარტებით, ჰორნერის სინდრომი, რა დიაგნოზიც ვანო მერაბიშვილს დაუსვეს, ბევრმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის კისრის სიმსივნემ, ინსულტმა ან უბრალოდ შაკიკმა,  მაგრამ შაკიკის დროს ტკივილთან ერთად გაივლის“  მისი თქმით,  შესაძლოა ადამიანს ჰორნერის სინდრომი დაბადებიდან ჰქონდეს თანდაყოლილი, მაგრამ სიმპტომებმა თავი არასდროს იჩინოს.
 
ნერვოლოგი ასევე შს ყოფილი მინისტრისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისთვის დადგენილ სამივე დიაგნოზსაც აფასებს და არ გამორიცხავს, რომ ჰორნერის სინდრომი ამ შემთხვევაში ცრუდ იყოს გამოხატული.

 

სიახლეები

კაია კალასი: ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს

"ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს"- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო...

სეს-ი: მარნეულში, ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა

მარნეულში, ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით,...

მზია ამაღლობელისა და ანდჟეი პოჩობუტის ფოტოებია გამოფენილი ევროპარლამენტის შენობაზე

ბელგია, ბრიუსელი - სახაროვის პრემიის წლევანდელი ლაურეატების, მზია ამაღლობელისა და ანდჟეი პოჩობუტის ფოტოებია გამოფენილი...

ზვიად ცეცხლაძის ოჯახი შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს

როგორც ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა, ისინი აპირებენ შეიტანონ...