მთავარისიახლეებიეკონომიკაჩხოროწყუში გამოჩნდა მწერი, რომელიც ფაროსანას ანადგურებს

ჩხოროწყუში გამოჩნდა მწერი, რომელიც ფაროსანას ანადგურებს

Published on

 
ჩხოროწყუში ამ ზაფხულს აღმოაჩინეს  მწერი, რომელიც  ფაროსანის გამრავლებას ხელს უშლის. მწერი ამ თვისების გამოსაკვლევად  იტალიაში, ქალაქ ტურინში გააგზავნეს
კვლევა დასრულებული არ არის, მაგრამ უკვე ვრცელდება პირველადი დასკვნები, რომ ეს  მწერი  მიეკუთვნება  ტრისოლკუს გრანდის ჯიშს,  კვერცხშივე აზიანებს ფაროსანას  და აღარ აძლევს გამრავლების საშუალებას.  ეს პარაზიტი ქვეყნაში ძალიან ცოტაა, ამიტომ მის ბიოლოგიურ გამრავლებაზე არის საუბრი, რათა ფაროსანას რაოდენობა ქვეყანაში მკვეთრად შემცირდეს. 

 

კვერცხშივე ანადგურებს ფაროსანას .კიდევ ერთი მწერი  ანასტასიუსი, რომელიც ასევე  საქართველოშია აღმოჩენილი.

 
ამ დრომდე ორივე მწერზე მიმდინარეობს კვლევები. სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ  2019 წლიდან  სოფელ ანასეულში დაგეგმილია სპეციალური ლაბორატორიის  შექმნა, სადაც ამ  მწერებს დააკვირდებიან  და  უკეთ შეისწავლიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მავნებელს ქიმიური საშუალებით აღარ უნდა ებრძოლონ, თუმცა მასთან ერთად სავარუდოდ ფაროსანის განდგურებაზე ეს მავნებლებიც იზრუნებენ. 
 
 
სპეციალისტების განმარტებით, იმ ქვეყნებში, სადაც აზიური ფაროსანა გამოჩნდა, მისი გამრავლებიდან მალევე ქვეყანაში მისი ბიოლოგიური მტერიც ჩნდება ხოლმე; მაგალითად აზიის ქვეყნებში ასეთია იაპონური კრაზანა. ამის შესახებ რეპორტაჟი „იმედის კვირამ“ მოამზადა

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...