მთავარისიახლეებისაზოგადოებარიკოთის გვირაბში 24 და 25 სექტემბერს, ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება

რიკოთის გვირაბში 24 და 25 სექტემბერს, ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება

Published on

რიკოთის გვირაბში 24 და 25 სექტემბერს, ღამის საათებში,  00:00 საათიდან 07:00 საათმდე, მოძრაობა შეიზღუდება. აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გვირაბში მოძრაობა  იზღუდება ზაფხულის პერიოდში ინტენსიური მოძრაობის შედეგად, ავტომატური მოწყობილობების და სანათი საშუალებების ავტომანქანების გამონაბოლქვისგან გაწმენდისა და გარეცხვის მიზნით
 
დროის ამ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე. რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.
 
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...