მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაწევ - გამოწევა სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაზე ზუგდიდელ ამომრჩევლებთან

გაწევ – გამოწევა სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაზე ზუგდიდელ ამომრჩევლებთან

Published on

 ,,აგვისტოს ომი  რუსეთმა დაიწყო!''
,,რის საფუძველზე ადანაშაულებს სალომე ზურაბიშვილი ომის დაწყებაში საქართველოს?'' 
,,ვის თამაშს თამაშობს ზურაბიშვილი?''
,,რა უფლებით აღიარებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს?'' ,- ამ შეძახილებით დახვდნენ ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილს, რომელიც წინასაარჩევნო შეხვედრას მართავს მოსახლეობასთან  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში.
 
მცდელობა იმისა,რომ დარბაზში არავინ მოხვედრილიყო მისი მმხარდამჭერების გარდა,    ჩაიფუშა – სამოქალაქო აქტივისტებმა არ მისცეს ადგილობრივ ხელისუფლებას საშუალება მაქსიმალურად კომფორტული მდომარეობა შეექმნათ მმართველი გუნდის ფავორიტისთვის და, მით უფრო, უხაუროდ გაეკეთებინათ ეს იდილიური და კეთილგანწყობილი გარემოს ილუზიის შექმნისთვის.
 
დარბაზის შესასვლელთან თავიანთი ინიციატივით და არა წინასწარ შეთანხმებული სიებით მისულ მოქალაქეებს გაურკვეველი პირები დახვდნენ, ისინი ზურგით იდგნენ, განმარტებებს არ იძლეოდნენ და   მხოლოდ ფიზიკური ძალის იმედით ცდილობდნენ  დარბაზში არ  შეეშვათ არასსაურველი სტუმრები, განსაკუთრებით რამდენიმე მათგანი, რომელთაც ხელისუფლებისათვის უხერხული კითხვებით  იცნობს ქალაქი, თუმცა  მათი ბლოკირება ხდლისუფლებას, როგორც ყოველთვის, არც ამჯერად გამოუვიდა. 
 
ამ მოქალაქეებთან ,,ზურგოსანი'' პირების ჭიდილის გამო  დარბაზში მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების შესვლაც შეფერხდა და მათ მხოლოდ  გარკვეული გაწევ-გამოწევის შემდეგ შეძლეს ეს .
 
მოგვიანებით, შენობაში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია მივიდა და ჟურნალისტებთან   გაკეტა განცხადება, რომ  ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრის ჩაშლა სცადა, კერძოსდ, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს მიზანმიმართული აქცია მოაწყო. მაჟორიტარმა ენმ-ის წევრებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა.
 
„იმართება პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა მოსახლეობასთან. მოსულია მასთან შესახვედრად საზოგადოება, თუმცა ვხედავთ, რომ აქ გამოცხადდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, წევრი, მხარდამჭერი, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ ქალბატონი სალომეს წინასაარჩევნო კამპანიას. როგორც ჩანს, ეს არის ორგანიზებული. ჩვენ სახეზე გვაქვს საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა. კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ამ ადამიანებს, დაიცვან კანონი, კანონის ვალდებულებები. მისცენ საზოგადოებას შესაძლებლობა, რომ შეხვდეს პრეზიდენტობის კანდიდატს“, – აღნიშნა მან
 
ამასთან  მერაბ ქვარაიამ შეკრებილებს, რომელთაც დარბაზში მოხვედრა გაუჭირდათ, აღუთქვა, რომ    პრეზიდენტობის კანდიდატის შეხვედრაზე დასწრების უფლება საშუალება ყველას მიეცემოდა იმ პირობით,  რომ პროვოკაციებს ადგილი არ ექნებოდა. უნდა ითქვა , რომ  დარბაზში ბოლოს დაბოლოს ყვლა მსურველი მოხვდა, თუმცა ასაკარად გამოჩნდა, რომ  ის, რაც ხელისუფლების მიერ პროვოკაციად და პროვოკაციულ შეკითხვებად აღიქმება, მოქალაქეთა დიდი ნაწილისათვის  არსებითი მნიშვნელობის   შეკითხვებია და   ნებისმიერიპრეზიდენტობი კანდიდატი მზად უნდა იყოს პასუხი გასცეს მათ. 
 
შეხვედრა ახლახან დაიწყო, მაგრამ დარბაზში უკვე გაჟღერდა  მოქალაქეთა პოზიციის ამსახველი შეძახილები და ჯერჯერობით… რიტორიკული კითხვები, დარბაზში  მოქალაქე აქტივისტი როსტომ ზარანდიაც იმყოფება, რომელსაც ხელში უჭირავს ტრანსფარანტი წარწერით: "არ შეეგუო ოკუპაციას".
 
 
 
რა ხდებოდა სალომე ზურაბიშვილან შეხვედრის წინ მოსაწავლეახალგაზრდობის სასახლის შესასვლელთან? რადიო ათინაათის'' ფოტო

სიახლეები

დრონები ოკუპირებული აფხაზეთის თავზე – აფეთქებები და მასშტაბები: რა ხდება?

უპილოტო საფრენი აპარატები ოჩაჩირის, სოხუმისა და გულრიფშის თავზე - ვიდეოებს აფხაზეთის მარიონეტული საგანგებო სიტუაციების...

სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით,...

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას...

გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები პარლამენტმა დაამტკიცა

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული...