მთავარისიახლეებიპოლიტიკათამარ ჩუგოშვილი: პარლამენტი მომავალი წლიდან თბილისში იმუშავებს, ქუთაისის შენობა კი შინაგან საქმეთა...

თამარ ჩუგოშვილი: პარლამენტი მომავალი წლიდან თბილისში იმუშავებს, ქუთაისის შენობა კი შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა

Published on

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.
 
მისი თქმით, აღნიშნულ შენობაში შსს საპოლიციო ჰაბის განთავსებას გეგმავს.
 
 
„მივიღეთ გადაწყვეტილება პარლამენტის ადგილმდებარეობად განისაზღვროს თბილისი. რაც შეეხება ქუთაისის შენობას, ამას ექნება თავისი მნიშვნელოვანი დატვირთა, ამაზე განცხადებას მოგვიანებით შსს გააკეთებს, რომელიც აპირებს ერთგვარი საპოლიციო ჰაბისთვის გამოიყენოს. უფუნქციოდ შენობა არ დარჩება,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
 
2019 წლის იანვრიდან პარლამენტი თბილისში გააგრძელებს მუშაობას.
 
რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლეს, თურმე აქაური აურა და ჰავა სალომე ზურაბიშვილს არ უხდება, ან  ,,ნამეტნავად''  უხდება მას, ვისაც ამ შენობაზე უჭირავს თვალი …ამდენად მისი ბედიც გადაწყვეტილია, თუკი ,,ფსევდოქართული ოცნება'' ნამდვილი ქართული ოცნებით არ შეიცვალა  
 
 

სიახლეები

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...

ალექსეი ნავალნი ისრის ბაყაყის ტოქსინით (ეპიბატიდინით) მოწამლეს – 5 ქვეყნის მთავრობის განცხადება

(ტაბულა) - ხუთი ევროპული ქვეყნის მთავრობამ 14 თებერვალს ერთობლივად განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი...