პრეზიდენტ სააკაშვილის პასუხი ,, ივანიშვილის ვირეშმაკობაზე” – დროებით დაიხიოს უკან და ცოტახანში კვლავ შემოაცუროს კანონპროექტი კანაფის კულტივაცია -ექსპორტის შესახებ

0
389
პარლამენტმა კანაფის კულტივაცია -ექსპორტის შესახებ კანონპროექტის განხილვა დროებით შეაჩერა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ინიციატივის ირგვლივ მსჯელობა და კონსულტაციები გაგრძელდება,  თუმცა ამ საკითხზე მსჯელობას რატომღაც  უკრძალავს საზოგადოებას და იმპერატიული ტონით  მოითხოვს ,,შეწყვიტონ ამ თემაზე საზოგადოებრივი დისკუსია''.
 
 პრეზიდენტი სააკაშვილი   ამ ,,უკანდახევას'' აფასებს როგორც ოლიგარქის ვირეშმაკობას და მცდელობას აღებული  ტაიმ-აუტით გაწელოს დრო და დაელოდოს პროტესტის  დაცხრომას, რომ  შემდეგ ისევ ,,შემოაცუროს'' ეს კანონპროექტი, რომელიც მის ნარკო-კარტელად ქცევას უქადის ქვეყანას  
 
,,დასუსტებული და დამფრთხალი ივანიშვილი, და მისი უსახური მთავრობა მორიგ აფიორას უმზადებს ქართველ ერს. 
იგრძნეს რა, რომ ქართველი ერი და ბერი კატეგორიულად არ დაუშვებს საქართველოს ივანიშვილის ნარკო-კარტელად გადაქცევას, იგრძნეს რა ჩვენი ხალხის ძალა, მათ უკან დაიხიეს.
 
მაგრამ ეს არის ტაქტიკური უკან დახევა, მათი სტრატეგიული მიზანი იგივეა. ივანიშვილის გეგმა, რომ ნარკორეალიზაციით იშოვნოს ახალი მილიარდები არ შეცვლილა. – წერს პრეზიდენტი სააკაშვილი .
თავის პირად ფეისბქგვერდზე პასუხობს:
ამიტომ ახლა ურცხვად მოგვიწოდებენ, მისი სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარის პირით, რომ "შევწყვიტოთ ამ თემაზე საზოგადოებრივი დისკუსია" და საერთოდ ხმა გავიკმინდოთ. 
და ნაცვლად იმისა რომ ბოდში მოიხადონ ამ მავნებლური მზაკვრობისთვის, გვეუბნებიან, რომ ამ გადაწყვეტილებას დავუბრუნდეთ ვითომ საზოგადოებრივი დისკუსიის და რღაც ფიქტიური კომისიების მუშაობის ფარგლებში.
 
ეს არის მორიგი ბლეფი – ისევე როგორც ბლეფი იყო მათი ვითომ კონსტიტუციის საჯარო განხილვები. ახლა უბრალოდ უნდათ არჩევნებამდე დროის მოგება, და ივანიშვილის მახრჩობლური ტაქტიკით მისი გეგმის მაინც ბოლომდე მიყვანას აპირებენ. იქ სადაც მას ელოდება მილიარდები, ივანიშვილი არ გაჩერდება, მერე რა რომ მიზნის მისაღწევად მან სულში უნდა აფურთხოს ქართველ ერს და მერე რა, რომ უნდა გამოიწვიოს ჩვენი ახალგაზრდა თაობის და მთავარი ეროვნული პოტენციალის სრული დეგრადაცია.
 
ერთი წამით არ მოტყუვდეთ! ისინი ამ კანონის სულ მალე უკან შემოგდებას აპირებენ, ოღონდ ამჯერად რაღაც მოგონილი საზოგადოებრივი კონსენსუსის ფიქციის გათამაშებით.
 
ამიტომ ჩვენ ახლა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მას არ მივცეთ ამ დამღუპველი კანონის თაღლითურად უკან შემოცურების საშუალება! ამიტომ, ჩვენ ამ ბოროტებას – საქართველოს ნარკო-კარტელად ქცევას – უნდა შევუქმნათ კონსტიტუციური, გადაულახავი ბარიერი. რათა ვერც ივანიშვილმა, ვერც ბერამ და ვერც ვერავინ ვეღარასოდეს ვეღარ აქციოს ჩვენი ქვეყანა ნარკო-მილიარდების შოვნის წყაროდ.
 
ამიტომ დღეს, სრულიად სამართლიანი და ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გრიგოლ ვაშაძის და გაერთიანებული ოპოზიციის ინიციატივა, რომ სასწრაფო წესით დავიწყოთ 200 ათასი ხელმოწერის შეგროვება, რათა მოხდეს საკონსტოტუციო ცვლილების ინიცირება.
 
მე დავუყოვნებლივ ვუერთდები ამ ინიციატივას და ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ სიმბოლური ხელმოწერით. სიმბოლურით, რადან იცით, რომ ჩამორთმეული მაქვს საქართველოს მოქალაქეობა. მაგრამ იმ იმედით, რომ ჩემი სიმბოლური ხელმოწერა გადაიქცევა ათობით და ასობით ათასი ჩემი მომხრის, ქართველი პატრიოტის რეალურ ხელმოწერად ჩვენი ერის გადასარჩენად და ივანიშვილის მორიგი დამღუპველი თაღლითობის შესაჩერებლად.'' – წერს მიხეილ სააკაშვილი.
 
ინიციატივა, რომელზედაც მიხეილ სააკაშვილი საუბრობს, მიმართულია  კანაფის კულტივაცია/ექსპორტის კონსტიტუციით აკრძალვაზე.   
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი  გრიგოლ ვაშაძე თანაგუნდელებთან ერთად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს კანაფის კულტივაცია/ექსპორტის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით. გაერთიანებულმა ოპოზიციამ კანონით გათვალისწინებული 200 ათასი ხელმოწერა უნდა შეაგროვოს. ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ ხელმოწერების მოგროვებას უახლოეს დღეებში შეძლებენ. ისინი ითხოვენ, რომ კანონპროექტი პარლამენტში საერთოდ არ დარეგისტრირდეს და აიკრძალოს კანაფისა და ნარკოტიკების წარმოებისთვის საჭირო სხვა მცენარეების სასოფლო-სამეურნეო კულტურად გამოცხადება. 
წინა სტატიაპრეზიდენტ სააკაშვილის პასუხი ,, ივანიშვილის ვირეშმაკობაზე” – დროებით დაიხიოს უკან და ცოტახანში კვლავ შემოაცუროს კანონპროექტი კანაფის კულტივაცია -ექსპორტის შესახებ
შემდეგი სტატიატანზანიაში, ვიქტორიას ტბაში ბორანი ჩაიძირა. ბორტზე 400 – მდე მგზავრი იმყოფებოდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური