მთავარისიახლეებიპოლიტიკაკანაფის კულტივაცია/ექსპორტის კონსტიტუციით აკრძალვის მიზნით, გრიგოლ ვაშაძე თანაგუნდელებთან ერთად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

კანაფის კულტივაცია/ექსპორტის კონსტიტუციით აკრძალვის მიზნით, გრიგოლ ვაშაძე თანაგუნდელებთან ერთად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

Published on

კანაფის კულტივაცია/ექსპორტის კონსტიტუციით აკრძალვის მიზნით, გრიგოლ ვაშაძე თანაგუნდელებთან ერთად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს კანაფის კულტივაცია/ექსპორტის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით გრიგოლ ვაშაძე და მისი საარჩევნო შტაბი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. გაერთიანებულმა ოპოზიციამ კანონით გათვალისწინებული 200 ათასი ხელმოწერა უნდა შეაგროვოს. ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ ხელმოწერების მოგროვებას უახლოეს დღეებში შეძლებენ. ისინი ითხოვენ, რომ კანონპროექტი პარლამენტში საერთოდ არ დარეგისტრირდეს და აიკრძალოს კანაფისა და ნარკოტიკების წარმოებისთვის საჭირო სხვა მცენარეების სასოფლო-სამეურნეო კულტურად გამოცხადება. „არ გაგვიჭირდება, რა თქმა უნდა, 200 ათასი ხელმოწერის შეგროვება რადგან ეს არის საქართველოს მოსახლეობის პოზიცია, რომ ეს ქვეყანა არ უნდა იქცეს მარიხუანას კულტივატორ და ექსპორტიორ ქვეყანად ამაზეა და მოკიდებული ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავალი. დღეს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე გვეუბნება, რომ დროებით შეჩერებულია ამ კანონპროექტის განხილვა და კონსულტაციების რეჟიმში გადადის, ეს არის უბრალოდ დროის გაწელვის მცდელობა“-ამბობს ზაალ უდუმაშვილი. პარლამენტმა კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტის განხილვა დროებით შეაჩერა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ინიციატივის ირგვლივ მსჯელობა და კონსულტაციები გაგრძელდება და არ არის გამორიცხული, საკანონმდებლო ორგანოდან კანონპროექტი საერთოდ გაიტანონ.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...