მთავარისიახლეებისაზოგადოებასკოლის გამოსაშვები და ეროვნული გამოცდები შესაძლოა გაერთიანდეს

სკოლის გამოსაშვები და ეროვნული გამოცდები შესაძლოა გაერთიანდეს

Published on

ეროვნულ გამოცდებში 2020 წლამდე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება. „შეიძლება რაღაც დონეზე ეს გამოცდების სტრუქტურულ ცვლილებასაც გულისხმობდეს. თვითონ გამოცდების ეროვნული ცენტრის სტრუქტურულ ცვლილებას მე ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ. დაჯდომა და სერიოზული მოფიქრებაა საჭირო, რა როგორ უნდა მოხდეს. მე ნამდვილად ვეწინააღმდეგები ამდენ გამოცდას. CAT-ის გამოცდა იქნება თუ მისაღები გამოცდები, ამის ერთობლიობა შეიძლება. გამოცდა, რომელიც არ არის ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული და მხოლოდ ბარიერის გადალახვას გულისხმობს და ძალიან მალე მოხდება მიღებული ცოდნის ჩამოშლა, არაფერში სჭირდება ბავშვს. მგონია, რომ საერთოდ არ უნდა იყოს ამდენი გამოცდა. რეორგანიზაცია ამ მიმართულებით ნამდვილად არის საჭირო, თუ როგორ, ამას სამინისტრო 2020 წლისთვის აანონსებს. არ გამოვრიცხავ CAT-ის და ეროვნული გამოცდების შერწყმა მოხდეს. ჩემი მოსაზრებით, სწორედ რომ კარგი იქნება ბავშვებს გამოცდების რაოდენობა შევუმციროთ, ოღონდ გავზარდოთ ხარისხი და უნარები, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შექმნან ისეთი ამოცანა, რომლის გადაწყვეტილების უფლებამოსილებით თვითონ იქნებიან აღჭურვილი და არც სხვა კომპონენტებზე დამოკიდებული“, – განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...