მთავარისიახლეებისაზოგადოებასაყვედური კირცხის საბავშვო ბაღის გამგეს რუდუნებით გაფორმებული, მაამებლური ... ტორტისთვის

საყვედური კირცხის საბავშვო ბაღის გამგეს რუდუნებით გაფორმებული, მაამებლური … ტორტისთვის

Published on

 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის საბავშვო ბაღის გახსნაზე ბაღის თანამშრომლებმა ტორტს „ქართული ოცნება“ დააწერეს. ინფორმაციას „ თაიმერი “ ავრცელებს. უფრო მეტიც, როგორც გამგე აცხადებს, ოცნების დროშებიც არმართეს  გარეთ  საქართველოს დროშასთან ერთად .დროსა  მალევე ჩამოხსნეს,ხოლო  ტორტზე ოცნების სიმბოლიკა გადახაზეს.  
 
 ჩვენ გვინდოდა პატივისცემა გამოგვეხატა ოცნერბის მიმართ, მაგრამ  გუბერნატორთან ერთად იყო გოგო, რომელმაც გვითხრა, რომ ეს დროშა უნდა მოგვეხსნა და ტორტზე ოცნების ლოგოც გადაგვიხაზა. ეს რად გინდოდათო – გვითხრა. ოცნებაა ახლა ხელისუფლებაში და არ მეგონა, თუ ცუდი რამე გავაკეთეთ. გვინდოდა გამოგვეხატა ჩვენი პატივისცემა ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ახალი ბაღი აგვიშენა. ვინმეს, რომ ეთქვა მანამდე, რომ არ იყო საჭირო, არ გავაკეთებდით, მაგრამ სადაც შევდივარ, ყველგან ქართული ოცნების დროშაა და ჩვენთანაც რომ ყოფილიყო, ამით რა დავაშავეთ არ ვიცი“, – განაცხადა  ჟურნალისტებთან  საუბარში ბაღის გამგე მიმოზა დამენიამ., რომელიც ახლაც ვერ ხედავს პრობლემას თავის ამ ქმედებაში. 
 
საქმე დროშის ჩამოხსნითა დატორტის კრემის ალუფხვით არ დასრულებულა – კირცხის საბავშვო ბაღის დირექტორს საყვედური გამოუცხადეს. ამასთან, გააფრთხილეს ააიპ „ჩხოროწყუს სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ ხელმძღვანელიც.
 
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის, დავით გოგუას განმარტებით, ის გარემოება, რაც მათ ადგილზე დახვდათ, მისთვისაც მიუღებელია, ააიპ-ის წარმომადგენლებს კი ვითარება წინასწარ უნდა გაეკონტროლებინათ.
 
„ყოვლად მიუღებელია ჩემთვის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებების და სკოლის პოლიტიზირება. დროშა როგორც კი ვნახე, მოვახსნევინე. რაც ვიზუალურად ვნახე, მასზე რეაგირება მაშინვე მოვახდინე. ის ტორტი მე თვაით არ მინახავს, უბრალოდ მითხრეს“, – აღნიშნა დავით გოგუამ.
.
საბავშვო ბაღის ახალი შენობა 17 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და ჩხოროწყუს მერი დათო გოგუაც იმყოფებოდნენ. 
 
 
 

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...