მთავარისიახლეებისამართალიპრეზიდენტ სააკაშვილის ინტერესებს ახალი ადვოკატი დაიცავს

პრეზიდენტ სააკაშვილის ინტერესებს ახალი ადვოკატი დაიცავს

Published on

 
 ყველა ავტორიტეტული, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილის  წინააღმდეგმიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და ხელისუფლება დევნის ინსტრუმენტად  პროკურატურას იყენებს", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ახალმა ადვოკატმა შოთა კახიძემ, რომელიც ე.წ, ,,პიჯაკების საქმეში '' ჩაერთო. თავისი წინამორბედი ადვოკატის დავით კაკოიშვილის  ნაცვლად. 
 
 ამრიგად,  ყოფილ პრეზიდენტს  ახალი დამცველი ჰყავს, რომელიც მის ინტერესებს დაიცავს    საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეში, რომელზეც ბრალი ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას აქვს წაყენებული, 
 
სასამართლომ მანამდე სააკაშვილს ადვოკატები სახელმწიფოს ხარჯზეც დაუნიშნა, ვინაიდან ბრალდებული სავალდებულო დაცვას ექვემდებარებოდა.
 
ყოფილმა პრეზიდენტმა სახაზინო ადვოკატები აიცილა და მხოლოდ შეთანხმებით მოწვეული ადვოკატი დაიტოვა.
 
ვინაიდან ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი საქმეში ახალი ჩართულია, მან საქმის მასალებისა და აქამდე ჩატარებული სხდომის ოქმების გასაცნობად გონივრული ვადა ითხოვა.
 
მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობაც დააკმაყოფილა და შოთა კახიძეს საქმის გასაცნობად ერთთვიანი ვადა მისცა.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...