მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკონომიკის სამინისტრომ პროექტის ,,აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სათავისოდ ,, აწარმოა'' 300 ათასი...

ეკონომიკის სამინისტრომ პროექტის ,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში სათავისოდ ,, აწარმოა” 300 ათასი ლარი

Published on

 სახელწმიფო აუდიტორებმა რამდენიმეთვიანი შემოწმების შედეგად გამოაქვეყნეს.26-გვერდიანი დასკვნა  ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობაზე გიორგი გახარია და დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის პერიოდში. 
 
 
რევიზიის შედეგად დადგინდა, რომ პროექტისთვის „აწარმოე საქართველოში“ გამოყოფილი თანხების დეტალურად არ კონტროლდება და სამინისტრო თავად არ ამოწმებს, ვინ და რისთვის იყენებს 100 ათასობით ლარს.
 
ეკონომიკის სამინისტრომ 4 კომპანია დაიქირავა იმისთვის, რომ გაერკვიათ, ასრულებენ თუ არა „აწარმოე საქართველოს“ პროექტიდან დაფინანსებამიღებული ბენეფიციარები ვალდებულებს. თითო შუამავალ კომპანიას ეკონომიკის სამინისტრო ნახევარ მილიონამდე ლარს უხდიდა.
 
აუდიტორები წერენ, რომ ძირითად შემთხვევაში კომპანიებმა ვალდებულება არ შეასრულეს და უცნობი იყო, „აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციარები რაში ხარჯავდნენ ბიუჯეტის ფულს. აუდიტორებმა დაადგინეს, რომ გაურკვეველია, რაში დაიხარჯა ხალხის კუთვნილი 300 ათასი ლარი.
 
მწვავე დასკვნაში აუდიტორები იმ პროექტის ხარვეზებზე მიუთითებენ, რომელსაც, მთავრობის გათვლებით, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა. თუმცა აღმოჩნდა, რომ არავის გაუკონტროლებია ვინ, რატომ და როგორ ხარჯავს ბიუჯეტის თანხას.
 
 
კონტრაქტორ კომპანიებში, რომლებიც სამინისტრომ მონიტორინგისთვის დაიქირავა, აუდიტორების შენიშვნას არ იღებენ. ამბობენ, რომ ყველაფერს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით აკეთებენ.
 
პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შესაძლო არამიზნობრივ ხარჯებზე საუბრობს ოპოზიციაც.
 
ხელისუფლების ოპონენტები ეკონომიკის ყოფილი მინისტრების პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე საუბრობენ, რადგან მიიჩნევენ, რომ გახარიას მიერ დაწყებული საბიუჯეტო თანხის შესაძლო გაფლანგვის ტრადიცია მოგვიანებით დიმიტრი ქუმსიშვილმა წარმატებით გააგრძელა.
 

„აწარმოე საქართველოს“ კორუფციული რისკების შესახებ შეაჩერე კორუფცია რამდენიმე თვის წინ ალაპარაკდა.

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...