მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ის არ ვიცი ახლა, პრეზიდენტი გახდება თუ არა, მაგრამ "კანაფის დედოფალი" -...

“ის არ ვიცი ახლა, პრეზიდენტი გახდება თუ არა, მაგრამ “კანაფის დედოფალი” – მეუფე იაკობი

Published on

“ის არ ვიცი ახლა, პრეზიდენტი გახდება თუ არა, მაგრამ “კანაფის დედოფალი” ნამდვილად გახდება”- ეს განცხადება, ბოდბელი ეპისკოპოსმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებების საპასუხოდ გააკეთა. მეუფე იაკობი სალომე ზურაბიშვილს იმ განცხადების გამო აკრიტიკებს, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიას ის გაუძღვება. „შეიძლება თუ ვერ გაიმარჯვა იმას ფიქრობს, რომ მერე ერთ ლიცენზიას მაგის აიღებს. იყო ხოლმე გამოთქმა, ფეხბურთს როცა ვთამაშობდით ახალგაზრდობაში, იყვნენ ხოლმე ადამიანები გამოდიოდნენ და ამას ვიზამ, იმას ვიზამო და კრამიტებს რაკარუკი არ აუტეხოო, ვეტყოდით ხოლმე და არ ვიცი, რა უნდა ქნას ახლა ქალბატონმა სალომემ, სად აქვს იმდენი ავტორიტეტი, რომ მაგის სიტყვას უსმინონ. შეხვედრებზე ნახეთ, სადაც დადის, მასწავლებლები ჰყავთ, კარგად ვიცი რა ხდება და ეს პიარ ტექნოლოგიები კარგად ვიცი. თუ იმას ამბობს, რომ კანაფს ჩაუდგება, კანაფის დედოფალი შეიძლება გახდეს. ის არ ვიცი ახლა, პრეზიდენტი გახდება თუ არა, მაგრამ “კანაფის დედოფალი” ნამდვილად გახდება,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

სიახლეები

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...

ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად ფილიპინებში 200-მდე ადამიანი დაიღუპა

ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად ფილიპინებში სულ მცირე 188 ადამიანი დაიღუპა, ვიეტნამში კი - 5, -...

ვინ რამდენი დღით დააპატიმრეს ბოლო პერიოდში დაკავებული აქტივისტებიდან – სია

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საპროტესტო აქციებზე ბოლო დღეებში დაკავებული მოქალაქეების ნაწილის პროცესები გაიმართა. აქციის მონაწილეები...