მთავარისიახლეებიპოლიტიკავაშინგტონში ივანიშვილის კიდევ ერთ ლობისტს შეექმნა პრობლემა - იგი მხილებულია ...

ვაშინგტონში ივანიშვილის კიდევ ერთ ლობისტს შეექმნა პრობლემა – იგი მხილებულია რუსული ინტერესების სამსახურში ოლიგარქებისგან მიღებული ფულის სანაცვლოდ

Published on

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის პირად ფეისბუქგვერდზე წერს, რომ ვაშინგტონში ივანიშვილის კიდევ ერთ ლობისტს შეექმნა პრობლემა.
 
 ,,ძალიან საინტერესო ამბების გამოაშკარავება ხდება ვაშინგტონში. – პოლ მანაფორტმა დაიწყო თანამშრომლობა  გამოძიებასთან და აღმოჩნდა,რომ დაგ ბენდოუმ,რომელიც მრავალი წელი მლანძღავს მე,აქებს ივანიშვილს და ლობირებს აფხაზებს.ფული აიღო პრორუსული უკრაინელი ოლიგარქებისგან და შექმნა დემოკრატიისთვის მებრძოლი ყალბი არასამთავრობო ორგანიზაცია.' დარწმუნებული ვარ, რომ მალე ლინკოლნ მიჩელზე და ივანიშვილის სხვა ლობისტებზეც ბევრ ახალს გავიგებთ.
ჩემი მიზანია, ეს ხალხი აღმოჩნდეს ამერიკულ ციხეში, როგორც სემ პატენი, რომელმაც გაბედა მე დამმუქრებოდა "კომპრომატით".' – წერს მიხეილ სააკაშვილი
 
 
 
 
,,ოდიში ნიუსი'' შეგახსენებთ,  რომ პოლ მანაფორტი  აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი გადასახადებისათვის თავის არიდებაში, უცხოურ ბანკებში ანგარიშების დამალვაში და თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს .მანაფორტისათვის წაყენებული ბრალი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას არ უკავშირდება და ძირითადად მის ტრამპის კამპანიამდე მოღვაწეობას შეეხება.
.
გამოძიება მანაფორტს ფულის გათეთრების, საიდუმლო უცხოური ლობირების და უკრაინის ყოფილი პრო-რუსული მთავრობის დაურეგისტრირებელი აგენტობისთვისაც ედავებოდა. 
 
პოლ მანაფორტი 40 წელზე მეტია პოლიტიკური ლობიზმითაა დაკავებული. იგი თავისი კარიერის განმავლობაში იყო ისეთი პოლიტიკური ლიდერების ლობისტი როგორიცაა უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, ფილიპინების დიქტატორი ფერდინანდ მარკოსი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი დიქტატორი მობუტუ სესე სეკო, ანგოლას სამხედრო გადატრიალების ლიდერი ჯონას სავიმბი და სხვები.
 
 როგორც ირკვევა, მანაფორტის კომპანიის ლობიზმით საქართველოდან გაქცეული იგორ გიორგაძეც სარგებლობდა. და ბოლოს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილიც.
 
და აი, მანაფორტის შემდეგ სემ პატენის ,,თავიც გაგორდა'' და  როგორც სოციალრქსელსი იწერება, ი დაგ ბენდოუსაც ,,ეხაზება''.  სამივეს ამ პირს ჩვენი რაკურსიდან ერთი მთავარი ნიშანი აერთიანებს – მათი ლობისტური საქმიანობა საქართველოში  დემოკრატიის სახელით გაბატონებული ოლიგარქის  პირის მობანვისათვის. ვისი თავია გასაგორებელთა  რიგში   აშშ- ში   ჯერ უცნობია, საქართველოში კი შეიძლება, ვივარაუდოთ
 
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...