მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ ჯიხაშკარში გზის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

სოფელ ჯიხაშკარში გზის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში გზის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს. თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ურთიერთშელაპარაკება და დაპირისპირება გამოიწვია ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენლების გამოჩენამ.

 

 

ჯიხაშკარელები  საზარანდიოს უბანში 6 კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენასა და მოსაცდელის გაკეთებას ითხოვენ. „ წლებია ასე ვართ, გზა არ გვაქვს, ერთს რომ გაწვიმდება, მუხლამდე წყალი და ტალახი დგება, მანქანა ვერ გადის, ფეხით ვერ გავდივართ, ბავშვები სკოლაში ვერ მიდიან, ხომ უნდა მოგვაქციონ ყურადღება? მარტო არჩევნების დროს ვახსენდებით.“- უთხრა „ოდიშინიუსს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ადგილობრივების თქმით, აქციის მსვლელობისას მათთან ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ, თუმცა მოსახლეობა ამბობს, რომ ესეც ისეთივე ტყუილი დაპირებაა, როგორც სხვა დანარჩენი. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...