მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახა მიქაიამ სუს-ში ზუგდიდის მერთან დაკავშირებით გავრცელებული ფარული ჩანაწერის სრული ვერსია მიიტანა

კახა მიქაიამ სუს-ში ზუგდიდის მერთან დაკავშირებით გავრცელებული ფარული ჩანაწერის სრული ვერსია მიიტანა

Published on

დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კახა მიქაიამ სუს-ში ზუგდიდის მერთან დაკავშირებით გავრცელებული ფარული ჩანაწერის სრული ვერსია მიიტანა.
 
 
„კარგია, რომ დაიწყო მოკვლევა ანტიკორუფციულმა სამსახურმა. მე დღეს მომაქვს სრული ჩანაწერი, რომელიც შეადგენს 1:57 საათს და მე ამ ჩანაწერს გადავცემ ანტიკორუფციულ სამსახურს. ტელევიზიებით მხოლოდ 2 წუთიანი ჩანაწერი მოისმინეთ. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ჩანაწერი ნამდვილია“, – განაცხადა კახა მიქაიამჟურნალისტებთან საუბარში, რომელიც  სუს-ში შესვლამდე  შედგა.
 
მისივე თქმით, ჩანაწერი სრულიად ახალია და მისი მოპოვების გზებზე მხოლოდ ანტიკორუფციულ სამსახურში ისაუბრებს.
 
როგორც ცნობილია, საქმე ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას, ზუგდიდის ყოფილ მერ ლაშა გოგიასა და ყოფილ ვიცე-მერ გია გულორდავას შორის შემდგარ სავარაუდო კორუფციულ გარიგებას ეხება. ბიზნესმენი გოგიას და გულორდავას ქრთამის აღებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ზუგდიდში კონკრეტული ტერიტორიების სანაცვლოდ მან ყოფილ მერსა და ვიცე მერს ფული გადაუხადა

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...