მთავარისიახლეებისამართალიკახა მიქაიამ სუს-ში ზუგდიდის მერთან დაკავშირებით გავრცელებული ფარული ჩანაწერის სრული ვერსია მიიტანა

კახა მიქაიამ სუს-ში ზუგდიდის მერთან დაკავშირებით გავრცელებული ფარული ჩანაწერის სრული ვერსია მიიტანა

Published on

,,დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კახა მიქაიამ სუს-ში ზუგდიდის მერთან დაკავშირებით გავრცელებული ფარული ჩანაწერის სრული ვერსია მიიტანა. 
 
„კარგია, რომ დაიწყო მოკვლევა ანტიკორუფციულმა სამსახურმა. მე დღეს მომაქვს სრული ჩანაწერი, რომელიც შეადგენს 1:57 საათს და მე ამ ჩანაწერს გადავცემ ანტიკორუფციულ სამსახურს. ტელევიზიებით მხოლოდ 2 წუთიანი ჩანაწერი მოისმინეთ. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ჩანაწერი ნამდვილია“, – განაცხადა კახა მიქაიამჟურნალისტებთან საუბარში, რომელიც  სუს-ში შესვლამდე  შედგა.
 
მისივე თქმით, ჩანაწერი სრულიად ახალია და მისი მოპოვების გზებზე მხოლოდ ანტიკორუფციულ სამსახურში ისაუბრებს.
 
როგორც ცნობილია, საქმე ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას, ზუგდიდის ყოფილ მერ ლაშა გოგიასა და ყოფილ ვიცე-მერ გია გულორდავას შორის შემდგარ სავარაუდო კორუფციულ გარიგებას ეხება. ბიზნესმენი გოგიას და გულორდავას ქრთამის აღებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ზუგდიდში კონკრეტული ტერიტორიების სანაცვლოდ მან ყოფილ მერსა და ვიცე მერს ფული გადაუხადა
.

სიახლეები

საქართველო “საარჩევნო დემოკრატიების” სიიდან ჩამოქვეითდა და ავტოკრატიების კატეგორიაში გადავიდა

უკუსვლა დემოკრატიაში-საქართველო "საარჩევნო დემოკრატიების" სიიდან ჩამოქვეითდა და ავტოკრატიების კატეგორიაში გადავიდა. „ვიდემის" მიერ გამოქვეყნებული კვლევით, რომელიც...

ბათუმელი მედროშე 2 800 ლარით დააჯარიმეს

ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე 2 800 ლარით დააჯარიმეს - გადაწყვეტილება მოსმართლე ლელა ცაგარეიშვილმა ცოტა...

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა, ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა , რომელიც ჰაერით ვრცელდება და...

აქციების გაშუქებისას თურქეთში 9 ჟურნალისტი დააკავეს

თურქეთის ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, თურქეთის ქალაქებში საპროტესტო აქციების გაშუქებისას 9 ჟურნალისტი დააკავეს. მათი დაპატიმრების...