მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილის მეთერთმეტე მცნება: იქ იყო ნარკოტიკები საქართველოსა და მეზობელ აფხაზეთს შორის

სალომე ზურაბიშვილის მეთერთმეტე მცნება: იქ იყო ნარკოტიკები საქართველოსა და მეზობელ აფხაზეთს შორის

Published on

 
 ,,იქ იყო ნარკოტიკები საქართველოსა და მეზობელ აფხაზეთს შორის'' განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის  ,,ტელეკომპანია ,,რიონის'' ღია  ეთერში 
 
ალბათ სპეციალური სამედიცინო  ექსპერტიზა თუ შეძლებს აზრი გამოიტანოს მისი  ფორმულირებიდან;   ,,ანაკლია კი არ არის კონცერტები და იქ ბევრი ნარკოტიკები, სამეგრელოსა და მეზობელ აფხაზეთს შორის''  , მაგრამ ისიც, რაც გავიგეთ,  სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ პოლიტიკური დიაგნოზი დავუსვათ მის მდგომარეობას. 
 
სალომე ზურაბიშვილის ამ დაუნაწევრებელი მეტყველებისა და დამსხვრეული აზროვნების ნიმუშს მსწრაფლ გამოეხმაურა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: ,,შეურაცხადმა, მოღალატე სალომე ზურაბიშვილმა აფხაზეთი "მეზობელ აფხაზეთად" მოიხსენია…მეზობელი არის რუსეთი, აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილი და პირადად ჩემი სახლია!'' -წერს იგი თავის პირად ფეისბუქგვერდზე.
 
რაც შეეხება მოქალაქეთა კომენტარებს,  ქვემოთ გთავაზობთ  ტიპურ ნიმუშებს:
 
,,ნახეთ ,ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა”, 
,,მაგას რა ენაღვლება ჩვენი მიწა, ერთხელ არ იქნებოდა აფხაზეთში ნამყოფი.. ჩვენთვის თითოეული ქვა რომ ძვირფასია და ზაფხული რომ დგებოდა იმ წუთში იქით რომ მივქროდით,  ბებია რონ აფხაზეთიდან გყავს და თითოეული ხე რომ იცი, სად დგას. სოხუმის ნავსადგურთან რომ მამალიგას და შებოლილი ყველის გარეშე ფეხს რომ ვერ გამოადგამდი თბილსში. ქვიშაში გაკეთებული ყავის გემოსთვის გულრიფშიდან ყოველ მეორე დღე რომ ჩავდიოდით სოხუმში, ეშერა იცის მაგან თუ ცისფერი ტბისა და რიწის ტბაზე სეირნობდა კატერით”, – წერენ ფეისბუქში.
 
 ახლა საკითხავი ის არის, არის თუ არა სალომე ზურაბიშვილის ეს უახლესი თეზა დაგვირგვინება მისი ათი გახმაურებული განცხადებისა, თუ    მეტს უნდა ველოდოთ მისგან არა კანდიდატის,  არამედ პრეზიდენტის რანგში , თუ ეს უბედურება დავიტეხეთ თავს ამომრჩევლებმა 
 
 
 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...