მთავარისიახლეებისაზოგადოებახმაური და დაპირისპირება გორში - ადგილზე ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩავიდნენ

ხმაური და დაპირისპირება გორში – ადგილზე ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩავიდნენ

Published on

გორის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრები და სოფელ ხელთუბნის სხვა მცხოვრებლები ამ წუთებში საპროტესტო აქციას გორის ცენტრში მართავენ. მანამდე მათ გორის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს.გორში ჩამოსულები არიან შვილმოკლული მამები, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლებიც აქციას შეუერთდნენ. გორში სამხარეო ადმინისტრაციის ყოფილ შენობასთან, სადაც აქციის მონაწილეები იმყოფებიან, დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. მერებაშვილის ოჯახს ამ დრომდე არ აქვს პასუხი, რამ იმსხვერპლა 18 წლის ახალგაზრდა. ისინი საქმეზე ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.თორნიკე მერებაშვილის ოჯახი სამართალდამცავებს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს."ჩემი შვილი მოკლეს, მალავენ, ზევიდან არის დარეკილი. მოვითხოვ, მოვიდეს შს მინისტრი, გენერალური პროკურორი, შემხვდეს პრემიერი. მე დასაკარგი არაფერი მაქვს, შვილი დავკარგე, ამაზე უარესს მიიღებენ, ეს არის ზღაპარი,"- განაცხადა გარდაცვლილი მერებაშვილის მამამ. 
 
 

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...