მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ არის ზურაბ კვირკვია და რა საუბარი ჰქონდა მასთან ლაშა გოგიას?

ვინ არის ზურაბ კვირკვია და რა საუბარი ჰქონდა მასთან ლაშა გოგიას? [Video]

Published on

ზუგდიდის აწ უკვეყოფილი მერი ლაშა გოგია ფორმალურად შეეწირა ფარულ ჩანაწერს, სადაც  რუსეთში მცხოვრები  ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია  მერს კორუფციაში ამხელს და მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. ჩანაწერით , რომელიც მერის კაბინეტშია გაკეთებული, ირკვევა, რომ  საუბარში  თავად გოგიაც არ უარყოფს, რომ ნამდვილად აიღო მისგან თანხა ურთიერთგარიგების საფუძველზე.
 
 ჩანაწერებით ნახსენებია   ასევე სხვა მაღალჩინოსნების გვარებიც, რომელნიც  მერთან ერთად ფიგურირებდნენ ამ კორუფციულ სქემაში და ბიზნესმერნს კონკრეტული ობიექტების ხელში ჩაგდებაში დახმარებას პირდებოდნენ,  ფულიც აიღეს მისგან , მაგრამ დანაპირები არ შეუსრულეს, რამაც ბიზნესმენის უკმაყოფილება გამოიწვია.
 
გარიგება კი ზუგდიდის რამდენიმე ობიექტს ეხება –  კვირიკვიას  ავტოსადგური, გულუას პარკი და რკინიგზის სადგური უნდა გადასცემოდა. გარიგების მიხედვით, უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი და ეს ტერიტორია დაბალ ფასად უნდა გადასცემოდა ზურაბ კვირკვიას.  , რაც ასე არ მოხდა. 
 
"კვირკვია: მომისმინე. თქვენ, შენ და გულორდავამ ჩემი ყ… გამიკეთეთ. თქვენ გადამაგდეთ. დღესდღეობით. დღეისათვის… ფული აიღეთ და არაფერი გაგიკეთებიათ. სულ ესაა. არცერთი საქმე არ გაგიკეთებიათ…
გოგია: ვინ აიღო ფული?
კვირკვია: მომისმინე, 10 ათასი დოლარი გულორდავას მივეცი კონვერტით. ჩვენი ლაპარაკის შემდეგ. მომისმინე 11:00 საათზე გადავრიცხე ბანკით.
გოგია: ვის მიეცი?
კვირკვია: გულორდავას გადავურიცხე. ის შენი მოადგილეა. მან მითხრა. მომისმინე. მე უკვე ვთქვი. მომისმინე, იცი რა მითხრა, თქვენ რომ იცოდეთ, მე ვირთხა არ ვარო, ფული მაშინვე მივეციო. შენზე თქვა. ეს პირად საუბარში მითხრა.
გოგია: რატომ არ დაინტერესდი?
კვირკვია:  არ დავინტერესდი, ის ხომ შენი მოადგილეა, ჩემი ხომ არ არის ?
გოგია: რატომ მიყვირი?
კვირკვია: იმიტომ რომ ნერვები აღარ მაქვს.
გოგია: დამშვიდდი.
კვირკვია: როგორ უნდა დავმშვიდდე. 4 თვეა მარბენინებთ და ომი გამამართინეთ და ამასთან ერთად ფულის დარიგება წინასწარ მაიძულეთ. როგორ უნდა დავმშვიდდე?" – ინფორმაცია ამ ჩანაწეტის არსებობის შესახებ აქამდეციყო გაჟონილი, მაგრამ მისი მოპოვება მხოლოდ “შაბათის კურიერმა“ შეძლო. 
 
მუნიციპალიტეტის არჩეულმა მერმა, ლაშა გოგიამ გადადგომის გადაწყვეტილება სწორედ მას შემდეგ მიიღო, რაც შეიტყო, რომ „კურიერის“ ხელთ ჰქონდა ეს ჩანაწერი და ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებდა  ამ  სავარაუდო კორუფციული გარიგებების შესახებ.
 
 
 

 

სიახლეები

ჯერ კადრები გაუვრცელეს, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა აიძულეს – პედაგოგი გამოძიებას ითხოვს

ფოთელ პედაგოგს, იგორ კეკელიას დეკემბერში გაუვრცელეს პირადი ცხოვების  ამსახველი ვიდეოკადრები, რის შემდეგაც აიძულეს, თანამდებობა...

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს, დახმარება გზაშია – გრემი

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ მათი ხანგრძლივი კოშმარი მალე...

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე იმუქრება და ისრაელს “ოკუპირებულ ტერიტორიას” უწოდებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი აშშ-ს მხრიდან იერიშის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და...

ნუ დააცარიელებთ ქუჩებს, ვიცი რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები – ირანის ბოლო შაჰის ვაჟი

"ჩემო თანამემამულეებო, ირანის ქუჩებში თქვენი მასშტაბური და მამაცური გამოსვლით, უკვე მესამე ღამეა, თქვენ მნიშვნელოვნად...