რატომ გაწირეს ზუგდიდის ,,არჩეული” მერი ლაშა გოგია?

0
463
ლაშა გოგია ზუგდიდის მერად პირდაპირი არჩევნების შედეგად დაინიშნა, დიახ დაინიშნა, რადგან არჩევნებმა ოლიგარქის ქვეყანაში უკვე კარგა ხანია დაკარგა  თავისი ნამდვილი მნიშვნელობა და დანიშნულება. 
უნდოდათ- აარჩევინეს, , აღარ უნდათ – გაუშვეს ( კი, ბატონო, განცხადება დააწერინეს ანუ ისეთი პორობები შეუქმნეს, რომელსაც სამერელოში გოღობუას ეძახიან – ქუგაღობეს  და მას სხვა გზა არ ჰქონდა.)
 
 ლაშა გოგიას საქმე რომ ცუდად  იყო, სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელიას დანიშვნის პირველივე დღეებში გამჟღავნდა. გუბერნატორად წარდგენაზე ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა, რომ ხელშეუხებელი არავინაა, მათ შორის არჩეული მერებიც , ამასთან სხვა გამოსვლებშიც  არაერთხელ განაცხადა, რომ „მოსახლეობის ფართო მონაწილეობით ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაზე კონტროლის გააქტიურებას“ გეგმავს –   „არავინ მოითმენს, რომ სამეგრელოში არ იყვნენ ხუთოსნები“.
 
 უფრო მეტიც, დანიშვნიდან რამდენიმე  დღეში რწმუნებულმა თავის ადმინისტრაციაში შეკრიბა რეგიონის  მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები და ღიად დატუქსა ისინი. საზოგადოებამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მაშინვე მწვავედ გააკრიტიკეს იგი თვითმმართველობის საქმიანობაში ღიად ჩარევისათვის და აღნიშნეს, რომ  გუბერნატორის მხრიდან მერების ,,დატუქსვა’’ არის მათზე ერთგვარი ზეწოლაც, ამის უფლება კი გუბერნატორს არა აქვს , რამდენადაც სახელმწიფო რწმუნებული წარმოადგენს ცენტრალური ხელისუფლების ერთგვარ მმართველობის ორგანოს და არ უნდა ერეოდეს ადგილობრივ თვითმმართველობაში.
 
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით და საქართველოს კონსტიტუციით, პირდაპირი წესით არჩეული მერის, საკრებულოს თავმჯდომარის თუ მუნიციპალიტეტის ნებისმიერი ორგანოს დამოუკიდებლობა გარანტირებულია და არავის, მინისტრი იქნება ეს თუ პრემიერ-მინისტრი, უფლება, რაიმე დავალება გასცეს მერზე ან საკრებულოს თავმჯდომარეზე და მითუმეტეს, რაღაც მუქარის შემცველი განცხადებებით მიმართოს, მათ არ აქვთ. ეს არის პირდაპირი მუქარა, მით უმეტეს, შს მინისტრის მხრიდან, რათა ისინი იყვნენ ხელისუფლების ერთგულები და მორჩილები“, – წერდა მაშინ  საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ანალიტიკოსი ეგნატე შამუგია და ბევრი სხვაც. კერძოდ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც აღინიშნა, რომ  განცხადებები, რომლებიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მოისმინა საზოგადოებამ, არ უნდა კეთდებოდეს მთავრობის მხრიდან.
 
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა: 
„ვუსმინე სამეგრელოს ახალი გუბერნატორის წარდგენას (გახარიამ და სუბარმა წარადგინეს) და ისე ისაუბრეს წარმდგენებმაც და ახალმა გუბერნატორმაც, რომ თითქოს პირდაპირი წესით არჩეულ მერებს უფროსი დაუნიშნეს და „ცუდად თუ მოიქცევით, ყურებს აგიწევთო“! მერების დიდ ნაწილზე განსაკუთრებული წარმოდგენის არა ვარ, მაგრამ ესეთი რამ არ შეიძლება, რაც არ უნდა ცუდი იყოს მერი. ერთის მხრივ, გუშინ დეცენტრალიზაციის ახალ გეგმაზე დაიწყო რეგიონულმა სამინისტრომ მუშაობა, მეორეს მხრივ კი მერებს პირდაპირ თუ ირიბად „აკაჩავებენ“. საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ამ ხალხს, რა არის ადგილობრივი თვიმმართველობა. არსებული ფორმით გუბერნატორის ინსტიტუტის შენარჩუნებას არ აქვს არანაირი აზრი და მავნებლობაა!“,-წერდა იგი. 
 
აქვე დავძენთ, რომ  26 აგვისტოს, პარტია "ქართული ოცნების" ლიდერების თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრის პარალელურად გავრცელდა ცნობა, რომ ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მერს მათ შორის ლაშა გოგიას თანამდებობიდან გათავისუფლებაზე განცხადების დაწერა მოსთხოვეს. ლაშა გოგიამ მაშინ ეს ფაქტი კატეგორიულად უარყო, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალა – განცხადება მაინც დაიწერა. 
 
ის რომ ადგილობრივ თვითმმართველობაშიც და , რაც მთავარია, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში,  კორუფცია მძვინვარებს, არახალია, გამონაკლისი არც ლაშა გოგიასთან დაკავშირებული ეს კონკრეტული შემთხვევაა,  მაგრამ რატომ    დაიწყო კორუფციასთან ესოდენ ,,მედგარი,ბრძოლა’’  სახელდობრ ზუგდიდიდან?. იმიტომ, რომ  რომ ზუგდიდის ურჩი მოსახლეობა ამ  ხელისუფლებისათვის ყველაზე ძნელად წასაყვანია  კანოსაში 
 
ამ ვითარებაში  სავსებით ლეგიტიმურია კითხვა, ხომ არ არის დაკავშირებული ზუგდიდის მერიაში  მომხდარი გადადგომები არა იმდენად კორუფციასთან, რამდენადაც მოახლოებულ არჩევნებთან?
 
თავის დროზე საზოგადოებაში ახალი გუბერნატორის დანიშვნა და უკიდურესად კორუმპირებილი და მანამდე ხელშეუხებელი შონიას ჩანაცვლება მოწერელიათი სწორედ ასე აღიქვეს  – ,, ქართულ ოცნების'' ცხვირსაც მიწვდა ყროლის სუნი , რომელიც დიდი ხანია აწუხებს მოსახლეობას (რაღაც დალპა დანიის,  სამეფოში, ბოდიში, ზუგდიდში) და  გაიცნობიერა, რომ ესოდენ კომპრომენტირებული ადამიანების იმედით ვერ მოიგებდა არჩევნებს, საჭირო იყო ახალი სისხლი, უფრო ენერგიული ადამიანები, რომელთაც შესაძლოა მისი მოსაზრებით  ხალხთან მისვლის მეტი პირი ჰქონოდათ, ვიდრე  დღეს  უკვე წასულებს.  
 
ვარაუდს, რომ მერს პრობლემები სწორედ მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით შეექმნა და არა მექრთამეობის გამო , ამყარებს კიდევ ერთი, ,,მიფუჩეჩებული’’ ინფორმაცია:  
 
5 აგვისტოს ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ სოციალურ ქსელში განათავაუსა შემდეგი შინაარსის ინფორმაცია: 
„28 ოქტომბერს გასამართი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციამ უკვე დავიწყეთ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამი დღის განმავლობაში ვხვდებოდით პარტიის აქტივს და მათგან ვისმენდით იმ პრობლემების შესახებ ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება აქტიური საარჩევნო კამპანიისას იჩინოს თავი“, –  წერდა იგი. 
 
და ეს  გაკეთდა პარტიის ოფიციალური  პოზიციის დაფიქსირებამდე. ვიღაც მიხვდა,  რა მიქარვა იყოს ეს და განცხადება მაშინვე გაქრა  სოციალურ ქსელიდან, მაგრამ მოქალაქეთა ნაწილმა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ტექსტის დასქრინვა მოასწრეს. 
 
„ქართული ოცნების ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის ეს განცხადება  ჟურნალისტებმა  ერთერთ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრს ,, აჯახეს’', პასუხად მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ამ განცხადებას არ იცნობს, და რომ თემით დაინტერესდება, თუმცა ეს დაპირება, როგორც მეგრელები ვიტყვით,  ქეიხურინუ.
 
არადა, ლაშა გოგიას და ზუგდიდის ქართული ოცნების ადგილობრივი ორგანიზაციის  ეს აჩქარება,  როგორც ჩანს, იყო პირდაპირი შედეგი იმისა, რომ  გოგიამ უკვე იცოდა , რომ ხელისუფლება მის შეცვლას საპრეზიდენტო არჩევნებში მობილიზაციის უუნარობისა და უძლურების გამო აპირებდა, თუმცა   ამ აჩქარებამ  არ გაჭრა, უფრო პირიქით…
 
ამრიგად – არჩევნები. ეს არის  ლაშა გოგიას  გაშვების მთავარი მოტივი. 
 
სხვა დანარჩენი კი ტექნიკის ამბავია, დაწყებული  „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმეზე სუსი-ს მიერ დაწყებული გამოძიებითა  და ლაშა გოგიას გამოკითხვით  და  დამთავრებული – მომაკვდინებელი დარტყმით – ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიასთან ლაშა გოგიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერის  გაჟონვით.   ვის შეიძლება შეეპაროს ეჭვი, რომ რუსთავი 2 – ის ჟურნალისტებს ან კერძო პირს, ვინც ეს ინფორმაცია ტელეკომპანიას მიაწოდა,  ამ საუბრის ჩაწერის არანაირი მექანიზმი არ ჰქონდათ. ეს ხელისუფლების და არა ქვეყნის (სუსი დიდი ხანია  ქვეყნის კი არა, ოლიგარქის ინტერესებს  ემსახურება)  უშიშროების სამსახურის საქმეა., და  გაკეთდა არსით არჩევნების მოსაგებად ნებისმიერ ფასად, მათ შორის საკუთარი კადრების გაწირვით, მაგრამ კორუფციასთან ბრძოლის ნიღბით. 
 
 
ლაშა გოგიამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმაჯვა. მან მერის  თანამდებობაზე ერთ წელზე ნაკლები დაჰყო. თვითმმართველი ქალაქის და თემის გაერთიანების შემდეგ ის პირველი, პიდაპირი წესით არჩეული მერი იყო. მანამდე ლაშა გოგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტს იკავებდა.
ზუგდიდის მერმა თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. მიზეზებზე ლაშა გოგია ორშაბათს ისაუბრებს. ის ამ დრომდე მივლინებით პრაღაში იმყოფება.
წინა სტატიავინ არის ზურაბ კვირკვია და რა საუბარი ჰქონდა მასთან ლაშა გოგიას? [Video]
შემდეგი სტატიაიდეამდებელი კანდიდატის გონებრივი ჰორიზონტი – სალომე ზურაბიშვილის დიდი ნააზრევი ციტატებში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური