იდეამდებელი კანდიდატის გონებრივი ჰორიზონტი – სალომე ზურაბიშვილის დიდი ნააზრევი ციტატებში

0
474
სალომე ზურაბიშვილის ოდიოზური განცხადებებით პოლიტიოლოგი რამაზ საყვარელიზეც კი შეწუხებულია.
 
ხალხის დიდმა ნაწილმა სალომე ზურაბიშვილს, შესაძლოა, ხმა არ მისცეს მისი განცხადებების გამო, თუმცა ზურაბიშვილმაც არ იეშმაკა, კახურად, რასაც ფიქრობდა ის თქვა, – ასე შეაფასა  მან  დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით.
 
როგორც პოლიტოლოგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებებმა, შესაძლოა გავლენა იქონიოს საპრეზიდენტო არჩევნებზე და მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა მან ვერ მოიპოვოს. ამასთან, საყვარელიძის შეფასებით, ზურაბიშვილის მიერ ომის თაობაზე გაკეთებული განცხადება მმართველმა გუნდმაც გაამყარა.
 
„ქართულმა ოცნებამ“ როგორც კი გადაწყვიტა, რომ მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს, მის ამ განცხადებებს მიაყოლა, რომ ჩვენც იგივე პოზიცია გვაქვსო, ანუ გაამყარა ზურაბიშვილის პოზიცია. ეს განცხადებები, ქართულ სტერეოტიპებში თავისთავად მიუღებელია. წერს რამაზ საყვარელიძე. 
 
ხალხში კი გამუდმებით მუსირებს სალომე ზურაბისდვილის სხვა, შესაძლოასაქართველოს ინტერესების ნაკლებად დამაზიანებელი, მაგრამ პრეზიდენტობის ინსტიტუტისთვის შეურაცხმყოფელი განცხადებები , როგორც იტყვიან, მითხარი, ვინ არის შენი პრეზიდენტობის კანდიდატი და გეტვი, რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის პრეზიდენტის სახე. 
  სალომე ზურაბისვილის ბოლოდროინდელი ყველაზე გახმაურებული ფრაზა (,, ძიალოგიო'' და სხვა  იქნებ ამჯერად გამოვტოვოთ)
 
,,სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეიძლება გათხარო''
,,თავს ისე ვგრძნობ წყალში, როგორც თევზი იმიტომ, რომ თევზი ვარ ჰორისკოპით"
,,ავლაბრის რეზიდებციის აურა და ჰავა არ მიხდება, ორბელიანის სასახლე ჯობია ფსევდორეიხსტაგს' 
,,პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს'' 
,,ეს ის კითხვებია, რასაც ანალისტები და ჟურნალისტები უნდა სვამდნენ'' 
,,უკვე არის ნათქვამი და ცოტა ჟურნალისტებმაც ტვინი გაანძრიეთ  და ჩაიხედეთ სად არის ნათქვამი'
,,ახალი პრეზიდენტი არ უნდა იყოს ვეტომდებელი, უნდა იყოს იდეამდებელი''
,,ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა …როგორ  ვთქვათ,  რომ მთლიანოობა გვინდა?
,,მოვდივარ ქაჯების დასამხობად, იმიტომ რომ ბოღმა, ტყუილი სიძულვილი, ეს ყველაფერი უკვე ყელში ამოვიდა.''
,,მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები''
 
 ასეთია ,,ქართული ოცნების'' ფავორიტი  იდეამდებელი კანდიდატის გონებრივი ჰორიზონტი
წინა სტატიარატომ გაწირეს ზუგდიდის ,,არჩეული” მერი ლაშა გოგია?
შემდეგი სტატიაპოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ზუგდიდის მერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური