მთავარისიახლეებიპოლიტიკა„რას ბედავთ?! ნარკო-ტრაფიკის დასაყრდენი საბაჟო გავხდით! გამოვიდეთ ქუჩაში, მოვითხოვოთ ამათი გადადგომა!“ -...

„რას ბედავთ?! ნარკო-ტრაფიკის დასაყრდენი საბაჟო გავხდით! გამოვიდეთ ქუჩაში, მოვითხოვოთ ამათი გადადგომა!“ – თაკო ჩარკვიანი

Published on

მარიხუანას წარმოებასა და ექსპორტთან დაკავშირებით მთავრობის შესაძლო გეგმებს ეხმაურება პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი:
„ამ ხელისუფლებას არ აუშენებია დაპირებული ქარხნები, არ გვაქვს საწარმოები, გაპარტახებულია ქვეყანა, უმუშევრობაა ტოტალური, გაღატაკდა ხალხი, ექსპორტზე ჩვენი არაფერი გადის, მარიხუანას წარმოება კი არა , ციტრამონი არ გვაქვს და ნოშპა( ცოტა ხნის წინ ტელევიზიით გვაჩვენეს, ცარცს ურევენო)რა ფარმაკოლოგიურ და სამკურნალო კულტურაზე საუბრობს გუგული მაღრაძე, ვერ გავიგე ეს ქალი დეპუტატია თუ "გაპრავებული ბარონების და მამაშების” სახურავი.
 
პომიდორი და კარტოფილი არ გვაქვს და შემოგვაქვს კაცმა არ იცის რა .! აღვირახსნილი ხელისუფლება გვყავს ეს რა ხდება??? რას ბედავთ!! წადით !წადით! წახვალთ!!! 100 საწარმოო ხალხს პირდებოდნენ- არ ააშენეს,ახლა კი მარიხუანას საწარმო დააანონსეს… სახელმწიფო ვიყავით, იმ ხელისუფლების დროს, რომლის ოპოზიციაშიც ვიყავი9 წელი, ამ ”ოცნების ”ხელისუფლების დროს, სახელმწიფო აღარ ვართ, ნარკო-ტრაფიკის დასაყრდენი საბაჟო გავხდით.
 
ძირს ეს სამარცხვინო საკანონმდებლო ორგანოო – ლეგიტიმურად გამოვიდეთ ქუჩაში, დაუფარავად მოვითხოვოთ ამათი გადადგომა, მე სახელმწიფო მინდა და არა რუსეთის საბაჟო!!!! გამოვიდეთ! გამოვიდეთ! გამოვიდეთ!“ – წერს ჩარკვიანი ფეისბუქის გვერდზე.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...