მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრემიერი თვლის, რომ ივანიშვილის ბოსობაზე საუბარი ღიმილის მომგვრელია

პრემიერი თვლის, რომ ივანიშვილის ბოსობაზე საუბარი ღიმილის მომგვრელია

Published on

,,საუბარი იმ ადამიანზე, რომელიც არის მმართველი პოლიტიკური ძალის თავმჯდომარე, რომ ის თურმე არაფორმალურად მართავს ქვეყანას, ეს ღიმილის მომგვრელია.'' – განაცხადა მთავრობის დღევანდელი სხდომის წინ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ.
 
იმთავითვე აშკარა იყო, რომ ბიძინა ივანიშვილის არჩევა პარტიის თავმჯდომარედ   არაფორმალური მმართველობის შესანიღბად გახდა საჭირო, და მთავრობაც ამაზე აპელირებს, თუმცა   დამაჯერებელ პასუხს ვერ სცემს კითხვას, აქვს თუ არა ამა თუ იმ პარტიის , თუნდაც მმართველის, ლიდერს მართოს  არა მხოლოდ პარტია, არამედ  ხელისუფლების ყველა შტო და შესაბამისად ქვეყანა, 
 
  ივანიშვილის ბოსობასთან დაკავშირებული იმ მწვავე შეკითხვების ფონზე, რომელზედაც გუშინ პრემიერს და პრეზიდენტს მოუწიათ პაუხის გაცემა ღიმილის, ოღონდ მწარე ღიმილის მომგვრელი სწორედ ეს განცხადება შეიძლება იყოს, თუმცა პრემიერი ცდილობს  თავი  მოიმხიარულოს და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების  ჩასაფრებულობით თუ პოლიტიკის ანბანის უცდინრობით ახსნას მათი საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე 
 
,,ბევრმა ჩვენმა პარტნიორმა ეს გუშინ ღიად დააფიქსირა. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისთვის არ არის ეს ის საკითხი, რომელიც მათ დამატებით ქულებს მოუტანს. ყველა კარგად ხვდება, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბარიც არ შეიძლება, მაშინ როდესაც ადამიანი არის მმართველი პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარე“, – განაცხადა ბახტაძემ 
 
 მისი თქმით, ოპონენტები განაგრძობენ მცდელობას, რომ არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით არასწორი სურათი დაუხატონ საზოგადოებას.
 
 

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...