მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი - ქართული პროვინციალიზმის და ფრანგული აროგანტულობის კოქტეილი. ოპოზიციური რესურსი...

სალომე ზურაბიშვილი – ქართული პროვინციალიზმის და ფრანგული აროგანტულობის კოქტეილი. ოპოზიციური რესურსი დამარცხებას უნდა მოხმარდეს – აცხადებს ოპოზიცია

Published on

გუშინ, პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი აგვისტოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იზიარებს.
 
რადიკალურად განსხვავებული  შეფასებებია აქვთ ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს.
 
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო და არჩევნებში მისი კონკურენტის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას ჩრდილი მიადგება.
 
„საკითხი იმაშია, რას მისცემს ის ქართველ ხალხს და მე თქვენ გეტყვით, ეს რას მისცემს ქართველ ხალხს. ეს მისცემს დემოკრატიისადმი ყოველგვარი ნდობის დაკარგვას, ეს მისცემს იმას, რომ ხალხი სულ უფრო უნდობლობით შეხედავს პოლიტიკურ კლასს და სახელმწიფო ინსტიტუციებს და ჩვენი მოკავშირეები სულ უფრო უნდობლობით უყურებენ საქართველოში დემოკრატიის ხარისხს, ეს არის ტრაგედია,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძე.
 
ვაშაძის თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდება, საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯი შეილახება.
 
„სალომე ზურაბიშვილის საგარეო პოლიტიკა რას ნიშნავს მე არ ვიცი, იმიტომ, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს და ეს ქალბატონი არის ქართული პროვინციალიზმის და ფრანგული აროგანტულობის იმისთანა ჯოჯოხეთური კოქტეილი, რომ ჩვენს საგარეო პოლიტიკას კი არა, ჩვენს რეპუტაციას მოსპობს მაგის გამოჩენა საერთაშორისო არენაზე,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
 
 
„ევროპული საქართველოს''პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა პირს, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს.
 
„ამ არჩევანით „ქართულმა  ოცნებამ“ დააფიქსირა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მხარს უჭერს ადამიანს, პოლიტიკოსს, რომელსაც არაერთგზის ღიად და საჯაროდ აქვს განცხადებული, რომ საქართველო არის აგრესორი და ჰყავს დადანაშაულებული საკუთარი ქვეყანა ჩვენივე ქვეყანაში ომის დაწყებაში,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
 
დავით ბაქრაძე ოპოზიციურ პარტიებს და საპრეზიდენტო კანდიდატებს ერთმანეთის მიმართ თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ბაქრაძის თქმით, ოპოზიციური რესურსი სალომე ზურაბიშვილის დამარცხებას უნდა მოხმარდეს. 
 
„მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ კანდიდატს, შევწყვიტოთ და შევაჩეროთ ერთმანეთზე შეტევა და თავდასხმა, გადავიდეთ თავდაუსხმელობის რეჟიმზე და მთელი რესურსი, მთელი ჩვენი ოპოზიციური რესურსი მოვახმაროთ იმას, რომ არ დავუშვათ საქართველოში სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
 
საპრეზიდენტო კანდიდატმა ამომრჩეველს გონივრული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.
 

სიახლეები

ქართული თეატრის დღეს გილოცავთ! ვულოცავ ციხეში მყოფ მსახიობებს, საზღვარგარეთ წასულებს… – პრეზიდენტი ზურაბიშვილი

ქართული თეატრის დღეს გილოცავთ! ვულოცავ ციხეში მყოფ მსახიობებს, საზღვარგარეთ წასულებს, გილოცავთ ყველას, ვისაც სჯერა...

ივანიშვილის სასამართლომ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” ხელმძღვანელს, მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ოლიგარქის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა...

აქ შეგიძლიათ, იგრძნოთ, რა არის ევროპა რეალურად – მიხაილ როთი წუხელ რუსთაველზე აქციას შეუერთდა

"47-ე დღეა, ხალხი ქუჩაში გამოდის, აპროტესტებს ევროპისთვის, ჩვენი ფასეულობებისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ისინი მამაცი გმირები...

ბათუმის სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი იწყება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ,,ბათუმელებისა"და ,,ნეტგაზეთის"დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის აღკვეთზე მსჯელობა იწყება. პროცესი 11 საათზეა ჩანიშნული....