მთავარისიახლეებიპოლიტიკარა ხდება ,,იბერიაში''? - ის, რაც ხდება იბერიაში

რა ხდება ,,იბერიაში”? – ის, რაც ხდება იბერიაში

Published on

ტელეკომპანია „იბერია“ ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს და თავისუფალი მედიის შეზღუდვაზე საუბრობს. საგანგებო განცხადება „იბერიას“ დამფუძნებლებმა, აჭარის უზენაესი საბჭოსა და პარლამენტის დეპუტატებმა, ზაზა ოქრუაშვილმა და ნატო ჩხეიძემ გააკეთეს.
 
არხის მენეჯმენტის მტკიცებით, ხელისუფლებამ გააჩერა „ომეგა ჯგუფში“ შემავალი საწარმოები, ტელევიზიას შეუზღუდა დაფინანსების წყაროები და ამგვარად ახდენს ზეწოლას თავისუფალ მედიაზე.
 
ტელეკომპანია „იბერია“ მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.„იბერიას“ დამფინანსებელი „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი. ზაზა ოქრუაშვილი საგანგებო განცხადებაში   ხელისუფლებას ტელევიზიის დახურვის მცდელობაში ადანაშაულებს და  ხელისუფლებიდან ტელევიზიასთან მებრძოლ ჯგუფებს „ბანდას“ უწოდებს..
 
მისი თქმით, კომპანიისთვის შექმნილი ფინანსური პრობლემების  მოგვარების სანაცვლოდ, ხელისუფლება მათგან  ტელეკომპანიის დათმობას მოითხოვს.
 
თუ „ომეგა ჯგუფი“ საქმიანობის გაგრძელებას ვერ შეძლებს, ტელევიზიის ხელმძღვანელობა არხის დახურვის რეალურ საშიშროებას ხედავს. ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ეჭვობს, რომ ხელისუფლებას ტელევიზიის დახურვა საპრეზიდენტო არჩევნების წინ უნდა.
 
სამოქალაქო საზოგადოება ტელეკომპანიისათვის შექმნილ ფინანსურ პრობლემებს მორიგი მცდელობად აფასებს, რომ კიდევ ერთ კრიტიკულ მედიის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს.
 
 
"იბერიაში" მიმდინარე მოვლენებს ფინანსთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება. „ომეგა ჯგუფში“ შემავალ სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს ოჯთ-ის საგადასახადო დავალიანების სახით, დღეის მდგომარეობით, 51 მილიონ 717 ათასი ლარი ერიცხება, რომლის ძირითადი ნაწილი გადაუხდელი აქციზია.
 
როგორც სამინისტროში განმარტავენ, ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც 50 მილიონზე მეტი ვალი ერიცხება ბიუჯეტის წინაშე.
 
უწყების ცნობით, თანხის გადაუხდელობის გამო, კი ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.
 

სიახლეები

პროკურატურა ითხოვს მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმაში დამნაშავედ ცნონ

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაკავებული ჟურნალისტის საქმეზე პროკურატურის წარმომადგენელი ითხოვს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება...

უკრაინამ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მორიგი იერიში მიიტანა

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 11 ნოემბერს სარაკეტო იერიში მიიტანეს სარატოვის ოლქში...

ძალადობის ბრალდებით ყვარლის მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი ძმა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ძალადობის ბრალდებით სამი პირი - 1985 წელს დაბადებული ნიკა ზაუტაშვილი,...

მიწისქვეშ მოწყობილი სათბურიდან ამოღებულია 283 ძირი კანაფი – შსს-მ 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1985 წელს დაბადებული რ.რ. დააკავეს. მას...