მთავარისიახლეებისაზოგადოებანიკა გვარამია: რუსთავი 2 ანგარიშის არ გაუწევს კომუნიკაციების ეროვნულიკომისიის ანტიკონსტიტუციურ...

ნიკა გვარამია: რუსთავი 2 ანგარიშის არ გაუწევს კომუნიკაციების ეროვნულიკომისიის ანტიკონსტიტუციურ მოწოდებას

Published on

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) მაუწყებლებს გუშინ მიმართა და მოუწოდა, გადაამოწმონ მათი დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის სანდოობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მედიასაშუალებებს საჯარიმო სანქციების შესახებ აფრთხილებს.
 
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მხრიდან დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის ახალი მექანიზმების ამოქმედებას "თვითცენზურის საფრთხის შემცველს" უწოდებს არასამთავრობო სექტორი.
 
ნიკა გვარამია „ანტიკონსტიტუციურს“ უწოდებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებლების მისამართით გაკეთებულ ამ მოწოდებას და აცხადებს,  რომ არ აპირებს ანგარიში გაუწიოს მას.
 
„ძალიან დიდი ხანია, მარეგულირებელ კომისიას ამ თემაზე ვებრძვით. მან საბოლოო ჯამში, სამართლებრივად  ეს ვერ დაასაბუთა და გადაწყვეტილება ვერ მიიღო ამ მიმართულებით. ამიტომ, რაც არ უნდა ილაპარაკოს დღეს მარეგულირებელმა კომისიამ ამ თვალსაზრისით, ჩვენ დავიცავთ კანონს და საქართველოს კონსტიტუციას და არა თვითგამოცხადებული ბრძენის, სინამდვილეში კი კორუმპირებული, არაფრისმცოდნე ბექაურის ხელში მყოფი კომისიის თვითშემოქმედებით მიღებულ სისულელეებს. ჩვენ დავიცავთ კანონს და, თუ ჩავატარებთ კვლევას, ეს კვლევა იქნება კანონთან შესაბამისი და არცერთ კანონის ნორმას არ დავარღვევთ,“ – განაცხადა გვარამიამ.
 
ნიკა გვარამია ასევე აღნიშნავს, რომ კვლევის ჩატარებასთან დაკავშირებით ყველა ნორმა კანონშია გაწერილი და ამას დამატებითი კონტროლი არ სჭირდება.
 
„არავითარი მესამე და მეოთხე დონის კონტროლი, არც მეორე დონის ამას არ სჭირდება. კვლევაზე ყველა ნორმა კანონში მოცემულია და საჭირო რომ იყოს, ესეც ეწერებოდა. ამიტომ, კომისიის ამგვარ სულელურ, უკანონო, რაც მთავარია, ანტიკონსტიტუციურ განმარტებებს, რომელიც არღვევს პირადი ინფორმაციის შესახებ მარეგულირებელ ყველა ნორმას, ჩვენ არ დავემორჩილებით, არ დავექვემდებარებით. კომისიამ წეროს და იკითხოს საკუთარი თავისთვის და სამთავრობო არხებისთვის,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...