ზვიად გამსახურდიას მერესედესის სინდრომი თუ პრეზიდენტის დაცვის გარეშე დატოვების მიზანი?

0
797
 
სიცოცხლის ბოლომდე პრეზიდენტის პერსონალური დაცვით უზრუნველყოფა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ვალდებულება აღარ იქნება. კერძოდ, უქმდება “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა სამუშაო ადგილას, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში.პარლამენტს ამ ცვლილებათა პროექტი მთავრობამ წარუდგინა.  
 
 
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, სდსს-ს შესახებ კანონში ცვლილებების ინიცირებისას მთავარი ამოსავალი არის ის, რომ რესურსები, რომელსაც ქვეყანა ხარჯავს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დაცვაზე, იყოს მაქსიმალურად რაციონალურად გამოყენებული.
 
"პარლმენტს ჯერ არ დაუწყია ამ საკითხის განხილვა, ამიტომ ჯერ ცოტა ნაადრევია კომენტარების გაკეთება. რაც შეეხება მთავრობის ამ ინიციატივას, ვფიქრობ, მთავარი ინტერესი და ამოსავალი არის ის, რომ რესურსები, რომელსაც ქვეყანა ხარჯავს ყოფილი მაღალი მაღალი თანამდებობის პირების დაცვაზე, იყოს მაქსიმალურად რაციონალურად გამოყენებული, არ იყოს არასაჭირო და არ მოხდეს არააუცილებლობის შემთხვევაში რესურსის ხარჯვა. ამის მაგალითები ჩვენ გვქონდა სამწუხაროდ. ალბათ, მხოლოდ ამ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს. რაც შეეხება განცხადებას იმის შესახებ, რომ მხოლოდ პრეზიდენტის დაკნინება ხდება, როცა ეს კანონპროექტი ეხება პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვა თანამდებობის პირებს, არასწორი აღქმაა პროცესის. მთავრობამ შემოგვთავაზა ეს ცვლილება არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ და ეს ინიციატივა როგორ ფორმას მიიღებს განხილვების პროცესში, ამას დროთა განმავლობაში ვნახავთ", – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
 
 
 
ჩვენ ახლა ვხედავთ მორიგ ნაბიჯს, რომლის მიზანია პრეზიდენტის უსაფრთხოების მნიშვნელოვანწილად შეზღუდვა, – ასე აფასებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, 
 
მისი თქმით, მთვარობის საკანონმდებლო ინიციატივა პრეზიდენტის ინსტიტუტს აკნინებს და ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტის უსაფრთხოება სამომავლოდ მთავრობის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. 
 
“ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ არაერთი ნაბიჯი გადადგმული იმისკენ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები და ზოგადად, ამ ინსტიტუტის როლი ყოფილიყო შემცირებული და მნიშვნელოვანწილად დაკნინებული. ახლა ჩვენ ვხედავთ მორიგ ნაბიჯს, რომლის მიზანია პრეზიდენტის უსაფრთხოება მნიშვნელოვანწილად შეიზღუდოს და გარანტირებული იყოს არა კანონით, არამედ დამოკიდებული იყოს მთავრობის ნებაზე. მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვა სახლემწიფოს სპეციალურ სამსახურს ევალება და ეს ვალდებულება გრძელდება მას შემდეგაც, რაც პირის უფლებამოსილება ამოიწურება. ახლა შემოთავაზებულია საკანონმდებლო ცვლილება, როდესაც კანონი კი აღარ იქნება ამ გარანტიის მიმცემი პრეზიდენტისთვის, არამედ ეს უნდა გადაწყვიტოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მთავრობამ.
 
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები ახლა ხორციელდება. ეს არის სიგნალი და მესიჯი არა მხოლოდ მოქმედი თუ ყოფილი პრეზიდენტებისთვის, არამედ მომავალი პრეზიდენტისთვის. ჩვენ ახლა საარჩევნო კამპანიის პერიოდში ვიმყოფებით, როდესაც ადამიანები თავის კანდიდატურას აყენებენ ამ პოზიციის დასაკავებლად. ეს ცვლილება ხაზს უსვამს და ეს არის მცდელობა, რომ დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტის როლი და მიანიშნოს მათ შორის მომავალ პრეზიდენტს, რომ მისი უსაფრთხოება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციების განხორციელების პროცესში, მომავლაში დამოკიდებული იქნება მთავრობის გადაწყვეტილებაზე და მთავრობის კეთილ ნებაზე“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 
 
 
 
წინა სტატიაგიორგი ანდრიაძის ორმოცი და ორმაგი სტანდარტები ლაზური და მეგრული ენებისადმი მიდგომებში
შემდეგი სტატია,, კატა ტომარაში” – ანაკლიელებისთვის და „ანაკლია სითის“ პრეზენტაცია – პარიზელებისთვის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური