მთავარისიახლეებიეკონომიკა,, კატა ტომარაში'' - ანაკლიელებისთვის და „ანაკლია სითის“ პრეზენტაცია -...

,, კატა ტომარაში” – ანაკლიელებისთვის და „ანაკლია სითის“ პრეზენტაცია – პარიზელებისთვის

Published on

პარიზში, საფრანგეთის ბიზნეს-კონფედერაციის (MEDEF) ცენტრალურ ოფისში, „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ბოჭორიშვილმა ქალაქ ანაკლიის, ღრმაწყლოვანი პორტისა და ეკონომიკური ზონის პროექტი წარადგინა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან" აცნობეს.
 
ამავე ინფორმაციით, „ანაკლია სითის“ დირექტორს და საქართველოში საფრანგეთის ელჩს, ბატონ პასკალ მენიეს MEDEF-ის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. გარდა ამისა, შეხვედრას წამყვანი ფრანგული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
ანაკლიის პროექტებთან ერთად, ღონისძიებაზე ქართული ბიზნესგარემო და საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს.
 
გარდა ამისა, ქეთი ბოჭორიშვილი პარიზში, “ბოლორე გრუპის” სათავო ოფისში, ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს სატრანსპორტო კომპანიის „Bolloré“ წარმომადგენლებსაც შეხვდა. აღნიშნული კომპანია მუშაობს ტვირთვის გადაზიდვის, სარკინიგზო, საგზაო და საჰაერო ტრანსპორტირების მიმართულებით.
 
კონსორციუმის ცნობით, „ანაკლია სითისა“ და Bolloré-ს წარმომადგენლების შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობა და ფრანგული კომპანიის პოტენციური ინტერესი, ანაკლიის პროექტის მეშვეობით, მათი სერვისების კავკასიასა და ცენტრალური აზიის რეგიონში გავრცობის შესახებ.
 
პრეზენტაციები – იცოცხლეთ, თუმცა ექვსი წელია ანაკლიაში უშუალოდ  პორტისა და ,,სითისთვის'' ფიჩხი არ გადაბრუნებულა, მხოლოდ ნაპირსამაგრები წაიღეს…

სიახლეები

“გერმანიას ჯამში 13 პირი ჰყავს სანქცირებული” – პეტერ პიშერი

როცა ჩამოვედი საქართველოში პრემიერმა მითხრა, რომ თქვენ ჩვენი საუკეთესო მეგობრები ხართ, ბევრმა იგივე მითხრა,...

დოიაშვილის გათავისუფლება შემოქმედებითი თავისუფლების ცენზურაა-საია

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლება ქართული...

გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოში ეტლით მიიყვანეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ჩიკვაიძისა და მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ადგილიდან...

განათლების სამინისტრო, სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე ენის, სწავლების შეტანას აპირებს

"ქართული ოცნების" განათლების მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ სასკოლო საზოგადოებასა და დაინტერესებულ მხარეებთან ზოგადი განათლების ახალი...