ჟურნალისტ ლაშა ბერულავას მოლოდინი…

0
634
დავით ქაცარავას და ლაშა ბერულავას მოძრაობას ( ასე ეძახიან ხალხში მოძრაობას ,,გააერთიანე საქართველო. ძალა ერთობაშია'')  უკვე მთელი ქვეყანა იცნობს.  ქართველმა კაცებმა(!)  მათი სახით ფაჩუჩებიანი   ,,კლავიატურის ლომების'' ვირტუალური ბრძოლებისგან განსხვავებით    რეალურ, კონკრეტულ  საქმეს მოკიდეს ხელი და თვალმოუხუჭავად და თვალდაუხუჭავად აფიქსირებენ ოკუპანტის ნებისმიერ მოძრაობას უშუალოდ საოკუპაციო ზოლზე, იქიდან მოშვერილი იარაღის იგნორიორებით.  ის, ვისაც არაფრის კეთება უნდა, იგონებს საბაბს , არაფერი 
 გააკეთოს, ის ვისაც რამის კეთება უნდა, აკეთებს მას და ეს სულაც არ უშლის ხელს  საველე ბანაკში, სრულ დისკომფორტში გაგრძელოს ნამდვილი ლომობა კლავიატურასთანაც ( და ჟურნალისტ ლაშა ბერულავას ლომური ტორისა და ღრიალის ამბავი  ყველას კარგად მოეხსენება) მავთულხლართებთანაც,სადაც  ასეთი რამ უკვე არის ან შეიძლება გაჩნდეს ახლო პერსპექტივაში. 
 
არსებობს ფსიქოტიპი ადამიანისა, რომელიც ფსიქოლოგიაში ცნობილია, როგორც სავაზელში თბილად მოკალათებული ფაჩუჩებიანი გმირი, რომელიც ჩაის ხრუპავს და გმირობაზე ოცნებობს. ბუნებრივია, ასეთ ტიპებს აღიზიანებთ ქაცარავა – ბერულავას ტანდემისა მა და მათი თანამებრძოლების მიერ   კაცობის  საზომად ესოდენ მაღლა შემოდებული თამასა> მათუი უკანასკნელი თავშესაფარი ნიჰილიზმია. ასეთ ფსიქოტიპს პასუხობს ლაშა
ბერულავას ერთერთი შედარებით ახალი პოსტი სოციალურ ქსელში  დასმულ შეკითხვაზე: "და მერე რა, რომ პატრულირებენ, გაიქცნენ რუსები?!."
 
,,მოკლედ, როცა ეს მოძრაობა დავიწყეთ, დავიწყეთ ისეთმა ადამიანებმა, რომლებსაც უბრალოდ, მოგვბეზრდა ფბ-ზე პროტესტი და ვცადეთ, რუსეთის ოკუპაცია უფრო ქმედითად გაგვეპროტესტებინა. ცხადია, ჩვენი აქტივობა სამოქალაქო აქტივიზმის ფარგლებში უნდა ჩამჯდარიყო – იარაღით ოკუპანტებთან დაპირისპირება სახელმწიფოს პრეროგატივაა და გაცხადებული იყო და არის, რომ ამას საქართველო არ აკეთებს
ვიფიქრეთ და მოვიფიქრეთ ისეთი აქტივობა, რომ არც ოკუპანტებისგან ვყოფილიყავით შორს, არც საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები ადამიანებისგან და თანაც, მუდმივად საოკუპაციო ზოლზე ყოფნით, ოკუპაციის თემისთვის მივიწყების საშუალება არ მოგვეცა. მოვიფიქრეთ პერფორმანსი, მოვიფიქრეთ ანტიოკუპაციური ტაქსი, რითაც პატრულირებისთვის საჭირო თანხას ვაგროვებთ+ანტიიმპერიალისტურ და ანტიიანდექსურ კამპანიას ვეწევით, მოვიფიქრეთ პატრულირება, შევათანხმეთ შსს-სთან და 2017 წლის 23 ივლისიდან დღემდე ერთი დღეც არ ჩაგვიგდია. ამ ხნის განმავლობაში არ გვქონია არანაირი დაფინანსება, გარდა მოქალაქეების შემოწირულობისა, ზოგჯერ არ გვქონდა საწვავის ფული და მარშრუტკებს მივყვებოდით ყარაფილამდე, დღე რომ არ ჩაგვეგდო, ყველანაირ ამინდში ვიდექით და ვიდგებით. 
 
მესმის, რომ ზოგს ეს ურაპატრიოტიზმად ეჩვენება, ზოგს მეტიჩრობად, მაგრამ ჩვენ, უბრალოდ, ეს გამოსავალი ვიპოვეთ – 15-დე ერთნაირმა ადამიანმა თანამოაზრეები შემოვიკრიბეთ და მიზანს მივაღწიეთ: წელს ოკუპაციას უფრო მეტი ყურადღება ეთმობა, ვიდრე შარშან და ამაში ჩვენი მოკრძალებული წვლილიცაა. რაც მთავარია, ამ ხნის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ არც პროვოკატორები ვართ, არც პოლიციას ვაწვებით ზედმეტ ტვირთად და არც არავისგან არაფერს ვითხოვთ – დეოკუპაციის განხრით ვაქტიურობთ. 
 
კოდაში, სადაც ოკუპანტები დღესაც ცხენებით დარბოდნენ, სადღეღამისო ბანაკი გვაქვს, ერთმანეთს ვენაცვლებით. ვისაც პატარები გვყავს შვილები, მათთან ურთიერთობას ვთმობთ, სახლში ყოფნის კომფორტს ვცვლით კარავში ძილზე და ამას არ ვაკეთებთ პოლიტიკური კარიერისთვის, ამას არ ვაკეთებთ ფულისთვის. ახალ წელსაც კი იქ, ყარაფილაში, მაგისტრალზე შევხვდით, ბედობას – ერგნეთში…
 
დამიჯერე, პირადად მე ერთი სული მაქვს, როდის მექნება სამსახურიდან თავისუფალი დრო, რომ გავქანდე და კოდაში ჩავიდე, ასე არიან სხვებიც. იქ ჩვენ ერთმანეთს ვუფრთხილდებით, ლუკმას ვუყოფთ, ვუნახავთ, საერთო საქმის კეთების განცდა გვაქვს და გული გვწყდება, როცა ყველაფერ ამას მეტიჩრობას არქმევენ.
 
კითხულობთ – რომ პატრულირებენ, მერე რა ამითო… გეტყვით და ნახეთ აბა, თუ არაფერი: როცა დავიწყეთ, ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ჩვენს დანახვაზე რუსები თავპირისმტვრევით არ გაიქცეოდნენ, მაგრამ დამიჯერეთ, სამოქალაქო პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი, უკვალოდ არაფერი ქრება და რუსებს არანაკლებ დისკომფორტს უქმნის ჩვენი აქტივობა, ვიდრე ავტომატები შეუქმნიდა: ისინი სახეებს მალავენ, გვარიდებენ თავს, გვემალებიან, რადგან იციან, რომ ვუღებთ, ლაივს ვრთავთ, ვაქვეყნებთ, ვყვირით, ვამხელთ – ძალიან კარგად იციან, რომ აქ უკანონოდ არიან, არა აქვთ ის შემართება, რაც ჩვენ, რადგან ვიცით, რომ მართლები ვართ.
 
და აი, ვართ ასე – ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენთვის ცოტა, სულ ცოტათი შვების მომტანი აღმოჩნდა და უკვალოდ არ დაკარგულა ეს: ბი ბი სიმ, ალ-ჯაზირამ, უკრაინულმა არხებმა, რუსულმა "დოჟდმა", უამრავმა ბლოგერმა (არაფერს ვამბობ ქართულ მედიაზე) გააშუქეს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც საოკუპაციო ზოლზე დადიან, მონიტორინგს ატარებენ და განგაშს ტეხავენ, როცა საფრთხე რეალურია… ''
 
 
ეს პოსტი  ჟურნალისტის  მიერ გამოქვეყნებულმა  ამ ფოტომ გაგვახსენა. ზაფხულია. როგორც იქნა გამოიჭრა თავისუფალი დრო სამსახურიდან და კოდა ში პატრულირებისგან თავისუფალი ცოტაოდენი დრო, მაგრამ … ლაშა ბერულავა  ზუგდიდშიც  სოკუპაციო ზოლთან ჯდება .ძალიან მრავლისმთქმელი სურათია და შესაბამისად მინაწერიც ,,ჩამოტარების მოლოდინში''. თ ენგურიოდესმეუსათოდ ჩამოატარებს საქართველოს მტრებს, მაგრამ იმ პირობით რომ ამის მოლოდინში არ დავიღლებით. ხოლო რას ნიშნავს ლასა ბერულავასთვის მოლოდინი, ჩვენ უკვე ვიცით… ეს პასიური მოლოდინი არ არის… 
 
 
 
 
 
 
 
 
წინა სტატიაინგილო ბიჭის სისხლის ყივილი და ქართული დროშა
შემდეგი სტატიაჟურნალისტ ლაშა ბერულავას მოლოდინი..
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური