მთავარისიახლეებიკონფლიქტებისოხუმის ცენტრში ხელყუმბარებით ხელში დარბიან

სოხუმის ცენტრში ხელყუმბარებით ხელში დარბიან

Published on

 „აფსნილაიფის “ ცნობით, სოხუმში, მშვიდობის გამზირზე დააკაბვეს მამაკაცი, რომელიც ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა.
 
. როგორც თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, მამაკაცი ვორონოვის (ყოფილი ლენინის) პარკიდან მშვიდობის გამზირის მიმართულებით ხელყუმბარით ხელში  გარბოდა და  ცდილობდა რგოლი მოეხსნა ხელყუმბარისთვის. აფხაზური მილიცია მისი დაკავების მცდელობის პროცესში  ხმის გამაძლიერებლებიდან აფრთხილებდა მოქალაეებს დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ ქუჩა, ხალხი მაღაზიებსა და გამზირზე მდებარე  სახლების სადარბაზოებში შეცვივდა. 
 
 
ის – ის იყო სახლიდან გამოვედი, რომ გავიგონე ხალხის ყვირილი , სროლის ხმები, მილიციელები გამვლელებს თავშესაფრის მოზებნისაკენ მოუწოდებდნენ – ყვება ერთერთი ამ სახლის მობინადრე ქალი,  -კაცირაღაცას გაყვიროდა და ვერ გავიგე თავის აფეთქებას ცდილობდა თუ ხელყუმბარის ხალხისკენ გადატყორცნას. კიდევ კარგი, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა – მილიციელებმა მალევე შეძლეს მისი დაკავება.
 
 ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ჩხრეკისას მამაკაცს კიდევ ერთი ხელყუმბარა აღმოაჩნდა.   
 ამ დროისათვის დაკავებულის დაკითხვა მიმდინარეობს .  აიმე სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
 
 

 

 

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...