მთავარისიახლეებისამართალირატომ არ ესწრება მმართველი გუნდი ხორავას ქუჩაზე მომხდარის საგამოძიებო კომისიის დღევანდელ...

რატომ არ ესწრება მმართველი გუნდი ხორავას ქუჩაზე მომხდარის საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომას?

Published on

 
ხორავას ქუჩაზე მომხდარი  მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომას მმართველი გუნდი არ დაესწრება.
 
ამის მიზეზი გუშინდელი ხმაურიანი სხდომაა, რომელზედაც  ქართული ოცნება ევროპულ საქართველოსთან საბოლოო დასკვნაზე ვერ შეთანხმდა.
 
ხმაურიანი განხილვის დროს მმართველი გუნდი ევროპულ საქართველოს სთხოვდა საბოლოო დოკუმენტის წარმოდგენას, რომელშიც ცვლილებებს აღარ შეიტანდნენ. ოპოზიცია კი ქართულ ოცნებას დოკუმენტზე ერთობლივ მუშაობას სთავაზობდა. 
 
მმართველი გუნდის წევრი, მამუკა მდინარაძე, ამბობს, რომ ქართული ოცნება კომისიის მუშაობაში ჩაერთვება ორშაბათიდან. მანამდე კი ევროპული საქართველოს დასკვნასთან დაკავშირებით, შენიშვნებს მოამზადებს.
 
„იმდენად არაკომპეტენტური და სამართლებრივად გაუმართავი დასკვნის პროექტი წარმოადგინა ევროპულმა საქართველომ, რომ ორ დღეში უკვე შეცვალეს და გუშინ წარმოგვიდგინეს ახალი პროექტი. ბუნებრივია, ამას გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ ამას ძალიან მალე გავაკეთებთ და სწრაფ ვადებში. ორი დღის განმავლობაში ჩვენ მათ წარვუდგენთ ჩვენს მოსაზრებებს, კვალიფიციურ დასკვნას ამასთან დაკავშირებით და ორშაბათიდან უკვე მივიღებთ მონაწილეობას კომისიის სხდომაში,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...