მთავარისიახლეებისამართალიზაზა ფაჩულიას მისივე ყოფილმა ბუღალტერმა NBA-ში 800 ათასი დოლარი მოპარა....

ზაზა ფაჩულიას მისივე ყოფილმა ბუღალტერმა NBA-ში 800 ათასი დოლარი მოპარა. თაღლითი დაკავებულია

Published on

NBA-ში მოასპარაზე ქართველი კალათბურთელის ზაზა ფაჩულიასა და მისი მეუღლის ყოფილი ბუღალტერი თაღლითობის გამო დააკავეს. კალათბურთელის ყოფილმა ბუღალტერმა რენდი დი უსოუმ ფაჩულიას სახელით 800 ათასი დოლარი მიითვისა. როგორც SPORTALL.GE წერს, 62 წლის რენდი დი უსოუს ბრალი ორი მუხლით აქვს წაყენებული – სახელმწიფო ქონების მითვისებისა და პირადი ინფორმაციის მოპარვის მუხლებით. პირველი ბრალდება სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთასა და 250 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმას, მეორე კი 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
ამერიკული მედიის ინფორმაციით, უსოუმ დანაშაული აღიარა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 3 წლის ვადით პატიმრობა შეეფარდა. ამასთან, ფაჩულიას ყოფილ ბუღალტერს ჯარიმის სახით 618.45 დოლარის გადახდაც დაეკისრა.
 
რენდი დი უსოუ ვაშინგტონში Randy Usow Accounting-ის მფლობელია, ზაზა ფაჩულია კი 2004 წელს გაიცნო. კალათბურთელისა და მისი მეუღლის სახელით კი თანხა თაღლითურად 2011-2015 წლებში მიითვისა. ფაჩულიამ და მისმა მეუღლემ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, რადგან საბუთებში რეალური შემოსავალი 164 ათასი დოლარი იყო მითითებული, დანარჩენს კი რენდი დი უსოუ თავის ანგარიშზე რიცხავდა. 
 
ორი წლის წინ ფაჩულიებმა დი უსოუს სასამართლოში უჩივლეს, მაგრამ მან დაარწმუნა, რომ ვითარებას გამოასწორებდა. 
 

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...