მთავარისიახლეებისაზოგადოებაგუშინ ჩემს ბაღში გიხილე... - ანატოლი ბიბილოვი გერმანიის კანცლერს ეპატიჟება

გუშინ ჩემს ბაღში გიხილე… – ანატოლი ბიბილოვი გერმანიის კანცლერს ეპატიჟება

Published on

 ანატოლი ბიბილოვმა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი „რესპუბლიკაში“ დაპატიჟა, თან გააფრთხილა, რომ მისი ,,ქვეყანა  სტუმრებს სადარბაზო კარებიდან იღებს და არა ბაღებიდან
 
„ მერკელის რუსეთის საზღვრებთან ჩამოსვლას, ჩემი აზრით, ეს ორიგინალური არ ყოფილა. ერთი მხრივ, ეს ძალიან კარგია. გამოდის, რომ ისინი დაინტერესებულები არიან ჩვენი ქვეყნით. ჩვენ სტუმრებს მაშინ ვიღებთ, როდესაც ისინი კარიდან შემოდიან. ვპატიჟებ ანგელა მერკელს სამხრეთ ოსეთში კარიდან და არა ბაღებიდან შემოვიდეს“, – განაცხადა ბიბილოვმა.
 
მისივე თქმით, კანცლერმა ჭოგრიტით დაინახა სამხრეთ ოსეთის განვითარება და ის, თუ რა კარგი შენობები აქვს რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამმართველოს და რა შესანიშნავ პირობებში ასრულებენ ისინი საკუთარ მოვალეობებს.
 
შეგახსენებთ, რომ გუშინ ანგელა მერკელი სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ანგელა მერკელმა ჭოგრიტის მეშვეობით საოკუპაციო ხაზს მიღმა ტერიტორიები დაათვალიერა.

სიახლეები

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...