მთავარისიახლეებიკულტურარა უქნეს მოწამეთას? რატომ დარბოდა ნიკა ვაჩეიშვილი მთელ საქართველოში და ვინ...

რა უქნეს მოწამეთას? რატომ დარბოდა ნიკა ვაჩეიშვილი მთელ საქართველოში და ვინ განსაზღვრავდა მაშინდელ ,, გიჟურ რიტმს” ქვეყანაში?

Published on

გავრცელებული ინფორმაციით მოწამეთას ერთ-ერთი კოშკის შიდა მხარეს ისტორიული კედელი თაბაშირით შელესეს. 
 
ილორის  სავალალო სახეცვლილებას ასე თუ ისე აქვს ახსნა, რადგან  ოკუპანტების ხელით გაკეთდა, რით უნდა აიხსნას ასეთივე ვანდალიზმი მოწამეთას სამონასტრო კომპლექსში, თუ არა ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების არაპროფესიონალიზმითა და განურჩევლობით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხში. 
 
  არა და გვანუგეშებს, რომ  ,,ადგილზე უკვე მიმდინარეობს მოკვლევა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლების მიერ. 
 
მუზეუმ-ნაკრძალის მმართველის, როლანდ ისაკაძის ინფორმაციით, სამუშაოები არ აზიანებს კულტურულ მემკვიდრეობას, თუმცა ადასტურებს, რომ უნდა მომხდარიყო კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთან შეთანხმება. მისი თქმით, პირველადი შესწავლის შემდგომ მოხდება შეთანხმება მოწამეთას სამონასტრო კომპლექსის ტაძრის წინამძღოლთან და საჭიროების შემთხვევაში, შელესილი ადგილები გათავისუფლდება, ან გაგრძელდება სამუშაოები. 
 
როლანდ ისაკაძის ინფორმაციით, კოშკი არის მეექვსე საუკუნის. არსებულ სიტუაციამდე, ჭერში იყო 60-იანი წლების შელესილობა, საიდანაც ცვიოდა ბათქაში. 
 
მოგვიანებით მოწამეთას სამონასტრო კომპლექსში სააგენტოს ზედამხედველობის ჯგუფი ჩაატარებს ინსპექტირებას.
 
და აქამდე სად იყვნენ? ნიკა ვაჩეიშვილს და მის დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურებს არასოდეს უმოქმედიათ პოსტფაქტუმ, თავად მინისტრი  კაბინეტში კი არ იჯდა,  მთელ საქართველოში დარბოდა, რომ მსგავსი რამ არ მომხდარიყო.   და ამ  რიტმს პირველ რიგში მიხეილ საააკაშვილი განსაზღვრავდა თავის კამერტონით
 
 დღევანდელი  ,,დინჯ'' ხელისუფლებას კი მეტი საქმე არა აქვს   მაშინდელი ლიდერივით და მისი თანაგუნდელებივით  გიჟური რიტმით ირბინოს ქვეყანაში –  პირადი პრობლემების საშვილშვილოდ მოგვარებით არის დაკავებული   

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა - ვასილ...

ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი ალექსეი პიმანოვი მოკვდა

ალექსეი პიმანოვი მოკვდა - რუსპროპაგანდის ერთ-ერთი „Звезда“ და ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი: ადამიანი, რომელმაც...

პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლო კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის კიდევ ერთ სარჩელს განიხილავს

მზია ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ - პარასკევს, 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მზია ამაღლობელის...

“სიტყვამ “რევოლუცია” არ შეგაშინოს მკითხველო!…” – შოთა თუთბერიძის დასკვნითი სიტყვა

"სიტყვამ "რევოლუცია" არ შეგაშინოს მკითხველო!..." - ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით დაიწყო უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ...