მთავარისიახლეებიპოლიტიკავისი ეზოა საქართველო დღეს - როგორ შეაფასებს ანგელა მერკელი რუსეთის ქმედებებს...

ვისი ეზოა საქართველო დღეს – როგორ შეაფასებს ანგელა მერკელი რუსეთის ქმედებებს მის ძველ უკანა ეზოში?

Published on

უცხოური მედია მერკელის ვიზიტის წინ  ერთსულოვნად აღნიშნავს რომ ეს გარკვეული სიგნალია რუსეთისათვის . 
 
მერკელს სურს აჩვენოს, რომ ევროპა არ დატოვებს უპასუხოდ რუსეთის ქმედებებს მის ძველ უკანა ეზოში –  წერს Die Welt  ამიერკავკასიაში  მერკელის ვიზიტთან დაკავშირებით –  „მერკელის პირველი გაჩერება თბილისი იქნება. საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად მიისწრაფვის დასავლეთისკენ და ეს პროცესი უკვე 20 წელიწადზე მეტი გრძელდება. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, საქართველო უვიზო რეჟიმითა და ასოცირების შეთანხმებით სარგებლობს. თუმცა, ბევრმა ქართველმა გერმანიაში დაუსაბუთებლად მოითხოვა თავშესაფარი, კრიმინალურ საქმიანობაში ქართველების ჩართულობის მაჩვენებელიც საშუალოზე მაღალია. სავარაუდოდ, მერკელი ამ საკითხზეც ისაუბრებს“
 
გაზეთი Frankfurter Allgemeine წერს, რომ მერკელი საქართველოში სეპარატისტული კონფლიქტების შედეგებზე გაამახვილებს ყურადღებას. გადაუჭრელი კონფლიქტების გარდა, განიხილავენ ეკონომიკური ურთიერთობების ახალი შანსებსაც. საქართველოს ეკონომიკა, რომელიც სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ვერ დაეფუძნება სასარგებლო წიაღისეულს, გამოირჩევა მოდერნიზებით და ფიქსირდება საიმედო ჩარჩოპირობებზე დამყარებული წლიურ 4 პროცენტზე მეტი ეკონომიკური ზრდა“- წერს ავტორი და დასძენს, რომ ფედერალურის  კანცლერის თანმხლებთა შორის იქნებიან  აგერმანული საწარმოების წარმომადგენლებიც.
 
 
Süddeutsche Zeitung-ი წერს, რომ  მერკელი სამხრეთ კავკასიაში გარკვეული სიგნალების გაკეთებას გეგმავს. სტატიაში ნახსენებია გასულ შაბათს პუტინისა და მერკელის ხანგრძლივი საუბარი უკრაინის კონფლიქტის შესახებ, რომელსაც პარალელი აქვს საქართველოს კონფლიქტებთან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, სადაც რუსეთმა თავისი სამხედრო პოზიციები უკვე გაიმყარა. ამასთან დაკავშირებით ბერლინის პოზიციაა: „რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჩვენ კრიტიკულად ვუყურებთ“. ავტორი წერს, რომ დაახლოებით ათი წელია ეს კონფლიქტები გაყინულია და სწორედ ამის თავიდან აცილება სურს მერკელს უკრაინასთან მიმართებით. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო აბსოლუტურად ღიაა ევროპის მიმართ და უკვე გაფორმებულია ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.
 
 
 
 
 

სიახლეები

მედია-ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტზე შეთანხმებას მიაღწია

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტზე ევროკავშირის ელჩებმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. Kyiv Independent ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით...

“EU-ს წევრებმა გადაწყვიტეს ორმხრივი სანქციები – უფრო და უფრო მეტი ქვეყანა აწესებს სანქციებს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ” – ჰერჩინსკი “ოცნებაზე”

"მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ქმედებები და გადაწყვეტილებები, კანონები იქნა მიღებული, რომელიც...

26 მაისს თბილისს 5 ევროპარლამენტარი ეწვევა

"ევროსკოპის" ინფორმაციით, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის (DROI) წევრები 26 მაისს თბილისში იქნებიან. "ევროსკოპისთვის" მოწოდებულ...

“საქართველო 2008 წლიდან რუსეთის აგრესიის სამიზნეა – ის ახორციელებს ჰიბრიდულ ქმედებებს მეზობლად მყოფი ქვეყნების წინააღმდეგ” – ჰერჩინსკი

"ჩვენ ვართ სამიზნეები, უკრაინა, რა თქმა უნდა, განიცდის სასტიკ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიას და...