მთავარისიახლეებისაზოგადოებააბიტურიენტთა გამსვლელი და გათანაბრებული ქულები გამოქვეყნდა

აბიტურიენტთა გამსვლელი და გათანაბრებული ქულები გამოქვეყნდა

Published on

 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის 2018 წლის ეროვნული გამოცდების ქულების გათანაბრების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნა. ცნობილი გახდა გათანაბრებული ქულები საგნების მიხედვით.
 
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ასევე გამოაქვეყნა 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გამსვლელი ქულები.
 
აბიტურიენტებისთვის საბოლოო არჩევანის გაკეთების ვადა – საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, გადაადგილება, წაშლა  გუშინ , 18 :00 საათზე ამოიწურა.
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გამოცდის შედეგი 2 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაასაჩივრა.
 
რაც შეეხება ქულათა გათანაბრებას, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტებმა მიიღეს თანაბარი ქულები, ასეთ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ადგილზე უწერია აბიტურიენტს სასურველი ფაკულტეტი. უპირატესობა ენიჭება მხოლოდ მაღალ შეფასებას.
 
როგორც ივა მინდაძე განმარტავს, თუ სასურველ ფაკულტეტზე არის 100 ადგილი და აბიტურიენტია 120, ამ ფაკულტეტზე 100 ადგილს დაიკავებენ ის აბიტურიენტები, რომლებმაც უმაღლესი შეფასება მიიღეს. თუ ისე მოხდა, რომ მე-100 ადგილზე ორმა აბიტურიენტმა მიიღო თანაბარი შეფასება, ასეთ შემთხვევაში უნივერსიტეტი ამატებს ადგილს.
 
 

სიახლეები

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...