მთავარისიახლეებიკონფლიქტებისომალელი მეკობრეები ზღვაში გემების გატაცებით არ კმაყოფილდებიან და ახლა საქართველოს მიწების...

სომალელი მეკობრეები ზღვაში გემების გატაცებით არ კმაყოფილდებიან და ახლა საქართველოს მიწების გატაცებას გეგმავენ

Published on

სოხუმში აცხადებენ, რომ  რომ სირიის შემდეგ აფხაზეთს "რესპუბლიკად" ჩრდილოეთი კორეაც აღიარებს. ამის შესახებ 2 დღის წინ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე დე ფაქტო აფხაზეთის სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამილა მირცხულავამ  ე.წ. სავაჭრო პალატის დელეგაციის  ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის შედეგები  შეჯამებისას განაცხადა

 
მისი განცხადებით, ფხენიანი აფხაზეთს "სრულფასოვან, დამოუკიდებელ რესპუბლიკად" განიხილავს, გაფორმდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებაც და იმედიც მისცეს, რომ ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობას ჩრდილოეთ კორეის მხრიდან აფხაზეთის "დამოუკიდებლობის აღიარებაც" შეიძლება მოყვეს.
 
 თუ ეს მართლაც ასე მოხდა,  ოფიციალურ თბილისს ამის საწინააღმდეგოდ  არანაირი  ბერკეტი არ გააჩნია, რადგან ჩრდილოეთი კორეა საერთაშორისო სამართლის ნორმებს არ ცნობს და ამავე დროს დავალებულია რუსეთისგან
 
. "ჩვენთვის ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში ძალიან სერიოზული გარღვევაა! ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ აზიის ქვეყნებთან. ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო, რომ ჩვენ მოგვმართეს, როგორც სრულფასოვან, დამოუკიდებელ სახელმწიფოს და გვესაუბრნენ აფხაზეთთან ურთიერთობის დამყარების შესახებ", – განაცხადა მირცხულავამ. როგორც იგი ამბობს, შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთიდან ღვინის ექსპორტის საკითხი. ასევე, ჩრდილოეთ კორეიდან სოხუმში სხვადასხვა ობიექტის მშენებლობაზე სამუშაო ძალის ჩამოყვანა, წლის ბოლოსთვის კი დაგეგმილია სოხუმში ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ვიზიტიც. "აფხაზეთის დელეგაციასთან საუბრისას ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბიზნესი უნდა იყოს აპოლიტიკური. თუმცა მან ამავე დროს არ გამორიცხა, რომ ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობამ მომავალში გამოიწვიოს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან აფხაზეთის აღიარება", – აღნიშნა მირცხულავამ.
 
აფხაზეთში უკვე ღიად საუბრობენ იმაზეც, რომ  მათი  დამოუკიდებლობა ახლო მომავალში შესაძლოა ირანმა და სომალიმაც აღიარონ. 
 
ამისთვის მოსკოვი ძალისხევას არ იშურებს  და ცდილობს, ისეთ ქვეყნებზე იმოქმედოს, რომელზეცმას  აქვს გავლენა და არა – დასავლეთს. ფხენიანთან, ირანთან და სომალისთანაც
 
. ერთი შეხედვით  მარგინალური ჩრდილოეთ კორეისა და მით უმეტეს სომალისა და მისი რეჟიმის მიერ  აღიარება შესაძლოა ბევრს არაფერს ნიშნავდეს აფხაზეთისთვისაც კი, მაგრამ  აფხაზი პოლიტიკოსები საკითხს სხვანაირად აყენებენ, მთავარია, აღიარება იყოს და გაერო-ს წევრი ქვეყნის მხრიდან იქნება ეს ტუ მარგინალური რეჟიმისაგან  ეს სულ ერთია. 
 
შეგახსენებთ,  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" აღიარებული აქვს 5 ქვეყანას: რუსეთს, ნიკარაგუას, ვენესუელას, ნაურუს და სირიას. მათ რიგებში იყვნენ ვანუატუც და ტუვალუც, თუმცა მათ აღიარება უკან წაიღეს
 

სიახლეები

გიორგი დავითაძის დედის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა უცხო საგანი პროტესტის ნიშნად გადაყლაპა

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახი რუსთავის მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა. როგორც დავითაძის დედამ ირმა დავითაძემ "ფეისბუქ-ლაივში"...

აშშ-მა ბრიტანეთის სამხედრო ბაზიდან B-1 ტიპის ბომბდამშენები გაიყვანა

შეერთებულმა შტატებმა გაერთიანებული სამეფოს RAF Fairford-ის ავიაბაზიდან B-1 ტიპის ბომბდამშენები გაიყვანა მას შემდეგ, რაც...

გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის ქართული გვარებისა და ეროვნების შეცვლის “კანონპროექტს” განიხილავენ

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის ქართული გვარებისა და ეროვნების შეცვლის "კანონპროექტს" განიხილავს....

უკრაინამ რუსეთის მიმართულებით 250-ზე მეტი დრონი გაუშვა

უკრაინამ რუსეთის მიმართულებით 250-ზე მეტი დრონი გაუშვა - საჰაერო თავდაცვაა ამოქმედებული მოსკოვშიც - ინფორმაცია...