მთავარისიახლეებიკულტურასოულისა და ბლუზის ლეგენდას არეთა ფრანკლინს დეტროიტში 31 აგვისტოს დაკრძალავენ

სოულისა და ბლუზის ლეგენდას არეთა ფრანკლინს დეტროიტში 31 აგვისტოს დაკრძალავენ

Published on

ამერიკელ მომღერალს, სოულისა და ბლუზის ლეგენდას არეთა ფრანკლინს დეტროიტში, 31 აგვისტოს დაკრძალავენ.
 Tribune-ის ინფორმაციით,   მისი  სამოქალაქო პანაშვიდი 28 და 29 აგვისტოს, ჩარლზ რაიტის აფროამერიკული ისტორიის მუზეუმში გაიმართება.
 
არეთა ფრანკლინი 16 აგვისტოს, დეტროიტში, 76 წლისა გარდაიცვალა. ლეგენდარულ მომღერალს 2010 წელს მძიმე დიაგნოზი  დაუსვეს –  კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე. იგი, შინ, აახლობლების გარემოცვაში გარდაიცვალა, მაგრამ უკანსაკნელ გზაზე უამრავი ადამიანის ცრემლი მიაცილებს  მის სამშობლოსიც და მთელ მსოფლიოში., მათ შორის საქართველოსი, სადაც ,,რადიო თავისუფლებისა"' და მალულად შემოტანილი ჩანაწერებით იგი თავისუფლების სიმბოლოდ იყო ქცეული საბჭოთა ცენზურის მძვინვარების წლებში. 
 
არეთა ფრანკლინმა კარიერა გასული სუკუნის 60 – იან წლებში დაიწყო,  ტაძარში , სადაც  მამამისი  სწირავდა. სულ მალე იგი აღმოჩენად იქცა მუსიკალური  სამყაროსათვის და არაჩვეულებრივად ძლიერი და თავისებური ხმისათვის სოულის დედოფლად იქნა აღიარებული. 
 
იგი დღემდე ითვლებოდა ყველაზე კომერციულ მომღერლად ხმისჩამწერი სტუდიების მსოფლიო ჩამონათვალში .მსოფლიოში  მისი ფირფიტები და დისკები 75 მილიონ ეგზემპლარადარის გავრცელებული, რაც რეკორდული მაჩვენებელია. არეთა ,,გრემის 18 – გზის მფლობელია, მისეული ვერსია ოტის რედინგის სიმღერისა  "Respect" ( პატივისცემა) იქცა არამხოლოდ  რიტმ-ენდ ბლუზის  მონაპოვრად, არამედ თანაბარი უფლებებისთვის აფროამერიკელებისა და ქალების ბრძოლის სიმბოლოდ .
 
არეთას ბოლო, ყველაზე დიდი წარმატება ჩარტებში იყო სტივ უანდერის სიმღერის "Until You Come Back to Me" ქავერი, რომელიც 1974 წელს ჩაიწერა. იგი არის პირველი მომღერალი ქალი, რომელიც ,,როკ- ნ-როლის დიდების დარბაზის ცამონათვალსია სტანილი ( 1984  წ.)
არეთა ფრანკლინმა არაერთ ცნობილ მომღერალს გაუკაფა გზა დიდებისკენ – იგი იყო უიტნი ჰიუსტონის ნათლიდედა, მათი ერთობლივი ჩანაწერი დღემდე რჩება მელომანების რჩეულ სიმღერად. სხვადასხვა დროს არეთა ფრანკლინს უმღერია ფრენკ სინატრასთან, მერაია ქერისთან  და ქრრისტინა აგერასთნა. ისინი ამას დიდ პატივად თვლიდნენ. 
 
2008 წელს არეთა ფრანკლინი ჟურნალმა Rolling Stone''-მა აღიარა უდიდეს მიმღერლად ისტორიაში. მანამდე 2005 წელს მას გადეცა აშშ უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი. 
მომღერალი საზოგადოების წინაშე ბოლოს 2017 წლის ნოემბერში, შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე გამოჩნდა. ფონდი ელტონ ჯონმა დააარსა.
 
 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...