მთავარისიახლეებიპოლიტიკაროცა გუბერნატორად კაცს პარტიისთვის შეწირული თანხის ამოსაღებად ნიშნავენ...

როცა გუბერნატორად კაცს პარტიისთვის შეწირული თანხის ამოსაღებად ნიშნავენ…

Published on

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია „ქართული ოცნების“ აქტიური შემომწირველია.
 
,,როცა პარტიის შემომწირველი თანამდებობაზე ინიშნება, ეს არის კორუფცია. გამოდის, რომ მან ეს ადგილი იყიდა და თანხა უნდა ამოიღოს'' – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს გურიის გუბერნატორზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. 
 
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ქვეყანა იმართება არა დემოკრატიის ან ნორმალური პარტიის წესით, არამედ კულუარულად, რაღაც პირადი ინტერების დასაკმაყოფილებლად და ეს ინტერესები პირდაპირ მიდის ბიძინა ივანიშვილთან. 
 
„ქართული ოცნების" საკადრო პოლიტიკა არის ტრადიციული. რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ნიშნავენ აბსოლუტურად უცნობ ადამიანებს როგორც მთავრობაში, ასევე რეგიონებში. 
 
რეგიონებს უფრო მართავენ „ოდეერები“, ძალოვანი უწყებებიდან. ჰგონიათ, რომ რეგიონის მართვა პირდაპირ დამოკიდებული უნდა იყოს გუბერნატორების დამოკიდებულებაზე ძალოვნებთან, სუს-თან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ქვეყანა იმართება არა დემოკრატიის ან ნორმალური პარტიის წესით, არამედ კულუარულად და რაღაც პირადი ინტერების დასაკმაყოფილებლად. ბუნებრივია, ეს ინტერესები პირდაპირ მიდის ბიძინა ივანიშვილთან",- განაცხადა გოცირიძემ. 
 
რაც შეეხება კონკრეტულად გურიის გუბერნატორს, როგორც გოცირიძემ განაცხადა, ის თანამდებობაზე „პარტიისთვის შეწირული თანხის ამოსაღებად დანიშნეს“. 
 
„ჩვეულებრივი რამეა, რომ გუბერნატორებად, მინისტრებად თუ მოადგილეებად მიჰყავთ თავიანთი ნაცნობები, კლასელები, პარტიის შემომწირველი და ა.შ. როცა პარტიის შემომწირველი ინიშნება თანამდებობაზე, ეს არის კორუფცია. გამოდის, რომ მან ეს ადგილი იყიდა და ეს თანხა უნდა ამოიღოს. სწორედ თანამდებობა მიაჩნიათ მათ ფულის ამოღების გარანტიად",- განაცხადა გოცირიძემ.
 

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...