მთავარისიახლეებისაზოგადოებახმაური და დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე- ბაზრის ადმინისტრაცია გარეფასადის დემონტაჟის შეჩერებას ითხოვს

ხმაური და დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე- ბაზრის ადმინისტრაცია გარეფასადის დემონტაჟის შეჩერებას ითხოვს [Video]

Published on

ზუგდიდის ბაზრის ადმინისტრაცია და მოვაჭრეები ბაზრის ღობის დემონტაჟის შეჩერაბას სასამართლო დავის დასრულებამდე ითხოვენ. შუამდგომლობა დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააყენა. საკითხის განხილვას სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება მოყვა. საუბარია ტერიტორიაზე, რომელიც მერიამ კერძო მესაკუთრეს დაუკანონა. ანა წითლიძის თქმით, საქმე გვაქვს ნეპოტიზმთან, რომელიც ხელისუფლებაში ხდება. „ ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური კითხვები ამასთან დაკავშირებით, როგორ მოხდა სადაო ტერიტორიის დაკანონება საკრებულოს ამჟამინდელი წევრისა და იურიდიულ საკითხა კომისიის თავმჯდომარის სანდრო სორდიას მამაზე, მაშინ, როცა წლების განმავლობაში მისი დაკანონება ვერავინ შეძლო.ეს არის კორუფციის და ნეპოტიზმის ნიშნები, მითუმეტეს, როცა საქმე ძიებაშია, ვაყენებთ შუამდგომლობას, რომ შეჩერდეს დავის დასრულებამდე სამშენებლო პროცესი“- განაცხადა ანა წითლიძემ. ფრაქციას საოლქო პროკუურატურაში ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება აქვს შეტანილი. თავის მხივ, ბაზრის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მერიამ მშენებლობის ნებართვა უკანონოდ გასცა და ესკიზი ხარვეზითაა შესრულებული. ისინი სასამართლოს დასრულებამდე ღობის დემონტაჟის შეჩერებასითხოვენ. „ ჩვენ ამაზე ფულს ვიხდით, ფასადი და ღობე ჩვენია, დავიღალეთ ყოველღამე ზედამხედველობის სამსახურის თარეშით პოლიციელების თანხლებით. დაასრულეთ ეს უმსგავსობა, არ გრცხვენიათ? რამდენი წელია გვებრძვით. მოგვეცით მშვიდად მუშაობის საშუალება. დავა გვაქვს სასამართლოში და სანამ ეს არ დასრულდება, ნუ გვეომებით, შეაჩერეთ მშენებლობა“- მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს ბაზრის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ნონა ნიჟარაძემ. 
საკრებულოს თავმჯდომარე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ სასამართლოს დასრულებამდე უნდა შეჩერდეს მშენებლობა „ მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდება შეჩერება, თუ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მერიას, საკრებულოს მიმართოს მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით დავის დასრულებამდე, მაშინ ეს არის ჩვენთვის კანონის უზენაესობა და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ხოლო რაც შეეხება ნეპოტიზმს და იმას, რომ საკრებულოს წევრის მამაზე გაიცა დაკანონების ნებართვა, არასწორია, რადგან ადგილობრივ თვითმმართველობას წერილით მომართა არა სანდრო სორდიას მამამ ერთპიროვნულად, არამედ გარკვეულმა ჯგუფპა, პროექტის სახით შემოიტანა განცხადება, მოხდა მისი განხილვა და სწორედ ამ დოკუმენტაციის საუველზე მოხდა მისი დაკანონება“  – განაცხადა საკრებუსლო თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ.
 
 

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...