მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილის შემაჯამებელი შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან

გიორგი მარგველაშვილის შემაჯამებელი შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან

Published on

საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით კონსულტაციების ფარგლებში დღეს სამოქალაქო სექტორთან შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს. 
 
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, კონსულტაციებს დღეს საქართველოს პრეზიდენტი სწორედ სამოქალაქო სექტორთან დაგეგმილ გაფართოებულ შეხვედრაზე შეაჯამებს.
 
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქტიურად აწარმოებდა კონსულტაციებს და შეხვედრებს იურიდიული პროფესიის სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებთან. ჩვენ ამჯერად უკვე ჩავატარებთ გაფართოებულ შეხვედრას პრეზიდენტის მონაწილეობით და მოხდება მთელი ამ შეხვედრების შეჯამება, კიდევ ერთხელ გაანალიზება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება თუ ეს პროცესი რა გზით მიდის. ამის შემდეგ უკვე მოხდება კანდიდატურების დასახელებაც“, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძე.

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...